თბილისის შემდეგ, უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი აჭარაა
საქართველო, თბილისი - 16:02 | 18.03.2016 ნანახია: 1809
2015 წლის მონაცემებით, ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი კვლავ თბილისია, აღნიშნულის შესახებ საუბარია PMC Research Center-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში.
PMC Research Center-ში განმარტავენ, 2015 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოში 1 351 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2014 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 407.4 მლნ. აშშ დოლარით ნაკლებია. აღნიშნული მაჩვენებელი ეკონომიკური გარემოსა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
ამ პერიოდში, საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები არიან აზერბაიჯანი (40.1%), გაერთიანებული სამეფო (14.1%) და ნიდერლანდები (8.2%). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44% ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის, ხოლო ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი კვლავ თბილისია (81%).
„2015 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.2%-ით არის შემცირებული 2014 წელთან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებლის კლება ფიქსირდება პირველ (-40.2%), მესამე (-27.3%) და მეოთხე (-49.1%) კვარტლებში, ხოლო მეორე კვარტალში ინვესტიციები, მნიშვნელოვნად, 88.6%-ით არის გაზრდილი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7% პუნქტით ნაკლებია.
2015 წელს, წინასწარი მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2.8% შეადგინა. მათ შორის, პირველ კვარტალში მშპ 3.2%-ით, მეორე და მესამე კვარტლებში - 2.5%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 2.9%-ით გაიზარდა”, აცხადებენ PMC Research Center-ში.
2015 წლის მდგომარეობით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი (40.1%; 541.8 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (14.1%; 198.4 მლნ. აშშ დოლარი), ნიდერლანდები (14.2%; 111.0 მლნ. აშშ დოლარი), ლუქსემბურგი (6.1%; 86.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (10.8%; 77.3 მლნ. აშშ დოლარი). აღნიშნული სტრუქტურა განსხვავდება წინა წლის სტრუქტურისგან. 2014 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით, ხუთეულში შედიოდა ჩინეთი (12.4%, 217.9 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (10.3%, 181.9 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო არ შედიოდა თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.
2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა აზერბაიჯანიდან (58.7%), გაერთიანებული სამეფოდან (96.3%) და თურქეთიდან (22.5%) გაზრდილია, ხოლო ნიდერლანდებიდან (-70.3%) და ლუქსემბურგიდან (-21.0%) შემცირებული.
2015 წლის მდგომარეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა სექტორების მიხედვით შემდეგია: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (44%), საფინანსო საქმიანობა (14.2%), მშენებლობა (9.6%), დამამუშავებელი მრეწველობა (6.7%), ენერგეტიკა (6.7%) და დანარჩენი სექტორები (19%). აღნიშნული სტრუქტურა განსხვავდება 2014 წლის სტრუქტურისგან, რომელშიც საფინანსო სექტორის ნაცვლად ხუთეულში შედიოდა უძრავი ქონების სექტორი 7.9%-იანი წილით.
ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა (37%), ასევე ამ სექტორის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში (19.3% პუნქტი). აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში ინვესტიციებს, 2012-15 წლებში, ზრდადი ტენდენცია ახასიათებს, თუმცა 2015 წლის მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული (-79.5%).
2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა ასევე საფინანსო სექტორში (65.8%), ხოლო მშენებლობის (-59.2%), დამამუშავებელი მრეწველობისა (-55.8%) და ენერგეტიკის (-52.7%) სექტორებში შემცირდა.
2015 წლის მდგომარეობით, თბილისში განხორცილებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 17.5%-ით არის შემცირებული. იმის გამო, რომ დანარჩენ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კიდევ უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე თბილისში, დედაქალაქში განხორციელებული ინესტიციების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 5.5% პუნქტით გაიზარდა და 81% შეადგინა.
2015 წელს, თბილისის შემდეგ, უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი რეგიონებია აჭარა (9%), ქვემო ქართლი (4.1%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია (3.8%). მათ შორის, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია ქვემო ქართლში (0.3%), ხოლო შემცირებულია აჭარის (-23.8%), სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის (-45.7%) რეგიონებში.
პოლიტიკა
- სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
საზოგადოება
- დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ახლა ილია მეორე ყველასთვის მფარველი ანგელოზია - კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
- მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
- ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
- კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სიონისკენ მიემართება
სამართალი
- 22 მარტს სამებასთან ტერორისტულ აქტებზე 2 ზარი შემოვიდა, ავტორი ამბობდა, რომ იყო შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია - არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















