ეროვნულ ბანკს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 17.03.2016
ნანახია: 1556

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეა. მის დანიშვნას პრეზიდენტმა ოფიციალურად ხელი მოაწერა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ეკონომიკური წინსვლისთვის ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, პრესასთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. 

„დავნიშნეთ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი. კობა გვენეტაძე სრულიად დემოკრატიული, ღია პროცესით შევარჩიეთ, ასევე, თანამშრომლობით კოალიციასთან. მან მოიპოვა ხმები პარლამენტში და ბოლოს პრეზიდენტობის კანდიდატად იქნა წარმოდგენილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე