ნებისმიერ თემას შეგიძლიათ მიუჩინოთ ხელოვნური სპიკერი, მაგრამ დიასპორაში გაგიჭირდებათ, ისინი ადვილად ამოიცნობენ ყალბ გულშემატკივარს - ბექა ოდიშარია ოპოზიციას
საქართველო, თბილისი - 18:42 | 22.03.2024 ნანახია: 1324„მერამდენე წელიწადია, 27 მაისსავე ვზეიმობთ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების - ჩვენი დიასპორის დღეს და მიხარია, სწორედ იმიტომ, რომ მეძლევა საშუალება, ვნახო მრავალი ჩვენი თანამემამულე, ჩვენი დიასპორელები. ეს დღე, სწორედ ის დღეა, სადაც უკვე 8 წელია არცერთი არამც თუ ეს ადამიანი, ვინც დღეს წარმოადგენს ემიგრაციის ფსევდო გულშემატკივარს, არ მინახავს ზოგადად ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.
ბექა ოდიშარიას შეფასებით, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ღია კარს ამტვრევს.
„რაც შეეხება დღევანდელ წარმოდგენას, სახელწოდებით - ინტერპელაცია. მას წარმოგვიდგენენ დარგის ნეგატიური რეკორდსმენები, რომელთა სინდისზე და მმართველობის პერიოდზე მოდის 2003-24 წლებში გასული ადამიანების სრული რაოდენობის 2/3“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით ყველაფერს აკეთებს როგორც სიტყვით, ასევე საქმით.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყურადღებით მოუსმინა პარტია „ლელოს“ მიერ „ნაცებისთვის“ და კოლექტიური „ნაცებისთვის“ დაქირავებულ კონსულტანტს როზნერს, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულად დიასპორის მიმართულება წარმოაჩინა.
„ნებისმიერ თემას შეგიძლიათ მიუჩინოთ ხელოვნური სპიკერი, მაგრამ დიასპორაში გაგიჭირდებათ, რადგან დიასპორა უნდა გიყვარდეს და გრძნობდე, რადგან დიასპორა გაცილებით უფრო მგრძნობიარე და დაკვირვებულია, ვიდრე საქართველოში მცხოვრები ქართველი კაცი. ისინი ადვილად ამოიცნობენ ყალბ მოამაგეს და გულშემატკივარს, ისინი ადვილად აიდენტიფიცირებენ ადამიანებს, რომლებიც მათ ეპყრობიან მერკანტილურად.
თქვენგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი გულწრფელად იღვწის იმისათვის, რომ შეიქმნას ბუნებრივი გარემო და გენერირდეს მიზიდულობის ძალა, რათა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს გაუჩნდეთ ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი სამშობლოში. ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვზრდით სოციალურ პაკეტებს, მუდმივად ვაუმჯობესებთ სერვისებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















