როდესაც საქართველოს მოქალაქეები უკიდურეს სიღარიბეს ემიგრაციაში გაურბიან, ხელისუფლება მათ უარს ეუბნება ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე - თინა ბოკუჩავა
საქართველო, თბილისი - 15:46 | 22.03.2024 ნანახია: 1284„მაშინ, როდესაც უკიდურეს სიღარიბეს, უმუშევრობასა და გაზრდილ ფასებს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე იძულებით ემიგრაციაში გაურბის - ხელისუფლება მათ უარს ეუბნება ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე. საკონსულო აღრიცხვაზე ვერ და არ დგებიან ადამიანები მათ შორის, სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო, რომლებსაც შეგნებულად არ ასწორებს ხელისუფლება, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ვერ დააშინებს, ვერ მოისყიდის და შესაბამისად, მათი თავისუფალი ნება აისახება საარჩევნო შედეგზე, რომელიც ყოველთვის ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგია“, - ამის შესახებ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.
თინა ბოკუჩავამ საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
„ბატონო ილია თქვენ ცრუობთ, როდესაც ამბობთ, რომ სისტემა არ ითხოვს საცხოვრებელი მისამართის მითითებას. ელექტრონული სისტემა სწორედ, რომ ითხოვს საცხოვრებელი ადგილის მითითებას. ასევე, გართულებულია ფოტო-სურათის ატვირთვის პროცედურა, რომელიც კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია იძულებით, ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის, რომ საკონსულო აღრიცხვაზე ავიდნენ და ხმა მისცენ არჩევნებში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ადამიანები საზღვარგარეთ არა სამოგზაუროდ, არამედ, ფასების ზრდის და უმუშევრობის, სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო არიან წასული.
„როდესაც ჩვენ იძულებით ემიგრაციაში მყოფ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ეს ადამიანები უხილავი არიან ივანიშვილისთვის და მისი პარტიის წარმომადგენლებისთვის. მათთვის უხილავი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათი პრობლემებით და უპერსპექტივობით. არადა ესენი არიან რეალური ადამიანები, რეალური ისტორიებით, რომლებიც გარბიან იმისთვის, რომ საქართველოში დარჩენილი ოჯახები შეინახონ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, საქართველოში დარჩენილი ოჯახების თითქმის 20%-ს ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრები ინახავენ. ანუ ყოველი მეხუთე ოჯახი საქართველოში ემიგრაციაში წასული ოჯახის წევრის გზავნილებით ცხოვრობს და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 15%-ს იძულებით ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გამოგზავნილი ფულადი გზავნილები შეადგენს.
პოლიტიკა
- გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
- ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
- ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საზოგადოება
- „თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
სამართალი
- "რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
- სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია - კაია კალასი
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















