ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა გასამართლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები - ეკა სეფაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:55 | 19.03.2024 ნანახია: 863„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოებების რიტორიკა საუკეთესო შემთხვევაში აგებულია ტყუილზე და როგორც წესი, მიზნად ისახავს ქვეყნის მავნებლობას. მათ საქმიანობას თუ გადავხედავთ, ეს არის ქვეყნის ღალატისკენ მიმართული დაუსრულებელი ქრონიკა. ასე, რომ ჩვენი ერთ-ერთი ვალი და ამოცანა იქნება სწორედ ის, რომ გასამართლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები, რომლებიც თავს ცალკეულ პოლიტიკურ პარტიად ასაღებდა - „ლელო“ იქნება, „გახარია“, „გირჩი“ თუ სხვა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა.
როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის აღნიშნული წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და მათი ნარატივი თავიდან ბოლომდე აგებულია ტყუილზე, ფაქტებით მანიპულაციასა და დემაგოგიაზე.
„მათი გასამართლება მთელი საზოგადოების ინტერესშია იმიტომ, რომ ის რეჟიმი, რომელმაც სისტემურ დანაშაულებს ჩაუყარა საფუძველი, დღემდე აგრძელებს მავნებლობას და დღემდე ცდილობს ქვეყანას ავნოს, ქვეყანას ავნოს იმ ტყუილი განცხადებებით, როგორიცაა მაგალითად, ვითომ რომ ქვეყანა არის „შავი ხვრელი“ სანქციებისაგან თავის არიდების მცდელობაში, მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მაღალჩინოსნების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად აბსოლუტურად და ცალსახად დადგინდა, რომ საქართველო გვერდს არ უვლის სანქციებს და არც სხვას აძლევს ამის საშუალებას. ცდილობენ ფაქტებით მანიპულირებას და ქვეყნის ომში ჩართვას დემაგოგიის და სხვადასხვა ტყუილის გავრცელების გზით, ისეთით, როგორიცაა, მაგალითად: ხალხის გაჭირვებაზე აპელირება და ვითომ მათ გასაჭირზე წუხილი. სინამდვილეში, მათ არ აინტერესებთ არც ქვეყნის განვითარება და არც ხალხის გასაჭირი. ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ ეს არის ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა, იმიტომ რომ ლეგიტიმურად, არჩევნების გზით მათ შანსი არ აქვთ შეცვალონ ხელისუფლება. ასე, რომ ჩვენი მისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ამ რეჟიმის გასამართლება. არჩევნებამდე მოხდება ეს თუ არჩევნების შემდეგ, ეს დამოკიდებული იქნება სალომე ზურაბიშვილის ქმედებაზე - შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ანუ დაავალებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. უნდა დამთავრდეს ეს ტყუილი, რომელიც მიმართულია ქვეყნის არევისკენ. ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს რეალური ოპოზიცია, რომელსაც მართლა აინტერესებს ქვეყნის განვითარება და იზრუნებს სწორედ იმ სოციალური სერვისების განვითარებაზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ჩვენთან ერთად, განსაზღვრავს და ვახორციელებთ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
პოლიტიკა
- გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
- ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
- ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საზოგადოება
- „თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
სამართალი
- "რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
- სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია - კაია კალასი
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















