46 დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე ნებართვის მიზნით, შალვა პაპუაშვილს მიმართავს
საქართველო, თბილისი - 17:32 | 04.07.2023 ნანახია: 2015
საქართველოს პარლამენტის 46 დეპუტატი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და მოითხოვს, განმარტოს, რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში გააკეთეს.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ და ფრაქციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც დღევანდელ აქციაზე ისაუბრეს და 46 პარლამენტის დეპუტატის მიმართვაზე შალვა პაპაშვილთან, რომლებიც მოითხოვენ, რომ პარლამენტის წევრებს შეეძლოთ მიხეილ სააკაშვილის მონახულება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, უკვე რამდენიმე თვეა, არცერთ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის არცერთ წევრს შალვა პაპუაშვილი არ აძლევს უფლებას, რომ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.
„46 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიმართავს ბატონ პაპუაშვილს და მოითხოვს განმარტოს რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად. იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა არცერთ დეპუტატს, არცერთ საქართველოს პარლამენტის წევრს არ აძლევს უფლებას შალვა პაპუაშვილი, რომ მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გუშინ გავრცელებულმა კადრება პრინციპში ამ კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ, იმიტომ რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამიტომ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს პარლამენტის წევრებზე ისევე როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ მსოფლიომ იცოდეს პრეზიდენტი სააკაშვილის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღეს გვინდა ვთხოვოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, რომ შეძრწუნებულები არიან, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვნახეთ ჩვენ გუშინ გამოხმაურებები, პრეზიდენტის ამგვარი მდგომარეობით, რომ შემოგვიერთდნენ დღეს ვივამედთან აქციაზე, საღამოს 19:00 საათზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ რუსულ რეჟიმს, რომ არ დავუშვებთ რუსულ რევანშს საქართველოში, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო ტყვეობა არის სწორედ ვლადიმერ პუტინის დაკვეთის შესრულება და ეს კეთდება სწორედ მის საამებლად, რადგან პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაუხსნა ჩვენს ქვეყანას გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ასე რომ გთხოვთ, შემოგვიერთდით - ერთად გავაგონოთ ხმა რუსულ რეჟიმს, გამოვუცხადოთ სოლიდარობა პრეზიდენტს და მოვითხოვოთ მისი თავისუფლება, რადგან თავისუფლების პირობებში, ნებისმიერ თანაბარ გარემოში პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, ეს იცის ივანიშვილმა და სწორედ ამიტომ ამყოფებს პრეზიდენტს არა მხოლოდ ტყვეობაში, არამედ სრულ იზოლაციაში, რასაც ასევე ეხმარება პაპუაშვილი, რომელსაც დღეს 46-მა დეპუტატმა მიმართა,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















