მარგველაშვილი: ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში
საქართველო, თბილისი - 18:17 | 10.03.2016 ნანახია: 1818
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო ალიევო, ძვირფასო პრეზიდენტებო, პატივცემულო სტუმრებო, ჩემთვის სასიხარულოა დღეს აქ ყოფნა და ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმში მონაწილეობა, ასე მიმართა ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს.
„ ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა მეგობარ აზერბაიჯანში -ბაქოში დაბრუნება, პარტნიორობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებისა და იმ დიდი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ აღქმა, რომელთაც ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვიზიარებთ. ღრმად მწამს, რომ ის ღირებულებები და საკითხები, რომელთაც აქ განვიხილავთ, სწორედ რომ ისეთი დიდი პოეტის სულისკვეთებით უნდა განიხილებოდეს, როგორიცაა ნიზამი განჯელი. ეს ის სულისკვეთება და გარემოა, რომელიც ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ, გავაუმჯობესოთ და გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან.
„ მე ვარ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა განსხვავებული პოლიტიკური კონფრონტაციები და ოკუპაცია. საქართველომ განიცადა საფრთხე და ოკუპაცია მისი მეზობლისგან, რუსეთის ფედერაციისაგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. ეს ის გარემოა, რომელშიც ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვცხოვრობთ. ჩვენ ეს განსაცდელი გვქონდა 90-იან წლებში და შემდეგ, კვლავ, 21-ე საუკუნეში - 2008 წელს რუსული ოკუპაციის შედეგად. ჩვენთვის მიუღებელი იყო დიდი ქვეყნებისათვის განსაკუთრებული გავლენის ზონების არსებობა. ვამტკიცებდით, რომ ეს განმეორდებოდა სხვა ადგილებშიც და სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ გავხდით მსგავსი დრამატული სიტუაციის განვითარების მოწმე ჩვენს მეზობელუკრაინაში; შედეგად, ყირიმი ოკუპირებულია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ჩვენ კვლავ ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფოები საკუთარ მეზობლებს პატივისცემით უნდაეპყრობოდნენ, მიუხედავად იმისა ისინი პატარა თუ დიდი ქვეყნებია. ვამტკიცებთ, რომ ჩვენი მეზობლებისათვის უმჯობესია თანამშრომლობის ხიდებისა და პარტნიორობის შენება,ვიდრე წინააღმდეგობისა და ოკუპირებული ტერიტორიების შექმნა. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავად არის ოკუპირებული, საქართველო ასრულებს ძალიან საპასუხისმგებლო როლს, როდესაც საქმე ეხება გლობალურ უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლას. ჩვენი მისიები და სამხედროები ძალიან აქტიურები არიან ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რადგან გვჯერა, რომ პასუხისმგებლობის გაზიარება და პარტნიორობის სულისკვეთების ჩამოყალიბება არის ის, რაც უკეთეს მომავალთანმიგვიყვანს. მაგრამ, არა მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა ის უდიდესი პროექტები, რომელთა განხორციელებისათვისაც ვთანამშრომლობთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან. ეს არის სატრანსპორტო პროექტები, რომელსაც აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთობლივად ვავითარებთ; ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვქმნით;ეს არის პროექტები, რომლებშიც მონაწილეობენ კასპიის ზღვის ქვეყნები, მაგალითად თურქმენეთი, მეტი აქტიური ჩართულობით რეგიონში. ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან პროექტებს ჩემს მეგობარ ბულგარეთის პრეზიდენტთან ერთად. გვწამს, რომ უსაფრთხოება იქმნება მეტი მეგობრისა და მეზობლის მოპოვების გზითა და ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, TANAP-ისა და TAP-ის მილსადენები. ასევე, თანამშრომლობის სივრცის ჩამოყალიბებითა და მთელ მსოფლიოში მეგობრობის დამყარებით. მჯერა, რომ ჩვენი ამბიციები და მსგავსი დამოკიდებულება გაიმარჯვებს. მწამს, რომ ის შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს მის პარტნიორებს და მეგობრებს ბოლომდე იქნება ათვისებული. საქართველო შესაძლებლობას სთავაზობს კონტინენტის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 14 სახელმწიფოდან 8 ქვეყნას, გამოიყენოს მისი ინფრასტრუქტურა და ამით უზრუნველყოფს მათთვის სანაპიროზე წვდომას. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო დაემყარებინა პარტნიორული ურთიერთობა - თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა, პრაქტიკულად ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, ასევე ევროკავშირთან. მსგავს პროექტები - თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დამყარება, დღისწესრიგშია ჩინელ მეგობრებთან და აშშ-თან. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად ღია ვართ პარტნიორობისათვის და, როგორი პრინციპულები ვართ, როდესაც იხრებიან ჩვენი ეროვნული ინტერესებისაკენ. სწორედ ამ ფორუმის მეშვეობით, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც შესაძლოა მოვიძიოთ რეგიონში. გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებებზეც, რომელთაც მოაქვთ ახალი შესაძლებლობები და განსაკუთრებით ხელს უწყობენ ჩვენი რეგიონის - კავკასიის რეგიონის მშენებლობას, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენ უკვე შევქმენით ამ დიდი თანამშრომლობის მაგალითი, რომლიდანაც ყოველი მონაწილე მხარე სარგებელს იღებს. მსურს, კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ნაყოფიერი მსჯელობა გაიმართება”, - განაცხადა ბაქოში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















