ყველამ იხილა მიშას კადრები, რასაც მოჰყვა მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ზელენსკის და უკრაინელებს მტკიცე გადაწყვეტილებისთვის - საქართველოს ელჩი გამოძევებული იქნეს კიევიდან - პეტრე ცისკარიშვილი
საქართველო, თბილისი - 16:31 | 04.07.2023 ნანახია: 1825
„გუშინ ყველამ იხილა მიშას კადრები, რასაც მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც მე ვუხდი მადლობას ჩვენი პარტიის სახელით პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელებს, რომ მათ მიიღეს ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება - საქართველოს ელჩი იქნეს გამოძევებული კიევიდან,“- ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია გვერდიდან აკვირდებოდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული რეჟიმისთვის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევაში ხელშეწყობას.
„პრეზიდენტ ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია ბოლო წლინახევრის განმავლობაში გვერდიდან, შეიძლება ასე ითქვას, აკვირდებოდა საქართველოს - ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებს, მათ ხელშეწყობას რუსული რეჟიმისთვის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევაში, როგორც ეს თავად რუსეთის საბაჟოს სამსახურმა განაცხადა. საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს და ეხმარება რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაში, ვაჭრობაში, ვალუტის გადინებაში და იქიდან შესაბამისად ადამიანების და მათი გადმოგზავნილი ფულის მიღებაში და ყველაფერ იმაში, რასაც შემდეგ რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ იქ სამხედრო კამპანიის საწარმოებლად. პრეზიდენტ ზელენსკიმ შარშან წლის ბოლოს, შეგახსენებთ საახალწლოდ, ძალიან კოლეგიალურად, ადამიანურად ითხოვა უკრაინის მოქალაქის თავისი მეგობრის, მისი ადმინისტრაციის მთავარი რეფორმატორის მიშა სააკაშვილის გათავისუფლება, ჰუმანიტარული მიზნით. მაგრამ ქოცების რეჟიმმა, “რუსულმა ოცნებამ“ ეს თხოვნა არ შეისმინა, შესაბამისი გადაწყვეტილებები მოგეხსენებათ არ მიიღო. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მთელმა უკრაინამ იხილა მიშას კადრები, პირდაპირ გაიგივებული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის კადრები გუშინ და ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც მე ვიხდი მადლობას ჩვენი პარტიის სახელით პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინელ ხალხს, ყველას ვუხდით დიდ მადლობას იმიტომ, რომ უკრაინაში მართლაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ელჩი იქნეს გამოძევებული კიევიდან.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















