მაკა ჩიჩუა: შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და პირიქით, თქვენ გვაძლევთ სტიმულს და ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს
საქართველო, თბილისი - 14:48 | 10.03.2016 ნანახია: 2955
პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დღეს, საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოში კომიტეტის ოფიციალური პარტნიორის, კომპანია BP-ის მიერორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც რიოს 2016 წლის პარაოლიმპიადისთვის მზადებას შეეხებოდა. მაკა ჩიჩუამ ღონისძიებში მონაწილეობა, როგორცპარაოლიმპიელთა მეგობართა კლუბის საპატიო წევრმა, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო. პირველმა ლედიმ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყანაშიპარაოლიმპიური სპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა:
„მრავალჯერ მითქვამს და მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და პირიქით, თქვენ გვაძლევთ სტიმულს და ჩვენ ვაძლიერებთერთმანეთს. ჩემთვის, როგორც თქვენი დიდი გულშემატკივარისათვის, ყოველთვის ბედნიერებაა თქვენ გვერდით ყოფნა. გიდასტურებთ ჩემს თანადგომას, თუ რამეშემიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წინ წავიდეთ და უფრო ბევრმა მოვიპოვოთ ლიცენზიები და მრავალ ოლიმპიადაზე ვიასპარეზოთ. მე ყოველთვისმზად ვარ დაგეხმაროთ. წარმატებას გისურვებთ და მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად აქ ვიმყოფები. დიდი მადლობა მოწვევისათვის", - განაცხადა პირველმა ლედიმ.
აღსანიშნავია, რომ BP საქართველოში, პარაოლიმპიური კომიტეტის და სამი პარაოლიმპიელი ელჩი სპორტსმენის ზვიად გოგოჭურის, ირმა ხეცურიანისა და ნიკა თვაურისოფიციალური სპონსორია.
2016 წლის პარაოლიმპიადის სალიცენზიო მარათონში, ქართველმა პარასპორტსმენმა, სპორტული პრინციპებით, ისტორიაში პირველად შეძლო ოთხწლეულის უმთავრესსპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის უფლების მოპოვება. მხედველობა დაქვეითებულთა შორის ძიუდოში, საქართველოს, რიოს პირველი ლიცენზია სპორტსმენმაზვიად გოგოჭურმა მოუტანა.
ლიცენზიისთვის ბრძოლას წარმატებით განაგრძობენ ეტლით მოფარიკავე - ირმა ხეცურიანი და მოცურავე - ნიკა თვაური. წელს ირმამ უნგრეთის ქალაქ ეგერში გამართულშეჯიბრებაზე არაოლიმპიურ სახეობაში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიურ დისციპლინაში, რაპირით ფარიკაობაში კი უძლიერეს 8 მონაწილესშორის შევიდა და მნიშვნელოვანი სარეიტინგო წინსვლა განიცადა. მას რიოს ლიცენზიამდე მხოლოდ 10 ქულა აშორებს.
ნიკა თვაურს მაისში პორტუგალიაში გასამართი ევროპის პირველობა ელის, სადაც სალიცენზიო ნორმატივის შესრულების შემთხვევაში, პირველი ქართველიპარასპორტსმენი იქნება, რომელიც ზედიზედ ორ პარაოლიმპიადაზე შეძლებს გამოსვლას.
საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი, საქართველოში 2003 წელს დაფუძნდა. ამ ხნის განმავლობაში, კომიტეტის ძალისხმევით, არაერთი შშმ-პირი იქნამაღალი მიღწევების სპორტში ჩართული.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















