(R) Tpack - ტემპერატურის დასარეგულირებელი ინოვაციური სისტემა კურიერების ჩანთებისთვის
საქართველო, თბილისი - 16:16 | 13.12.2022 ნანახია: 630
სულ მალე თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისის - საკვების გამოძახების მთავარი პრობლემის მოგვარების გზა გაჩნდება. ბაზარზე გამოვა მოწყობილობა, რომელიც კურიერების ჩანთებში დამაგრდება და საკვების გამათბობელ ფუნქციას შეასრულებს. საუბარია ახალ სტარტაპზე, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროგრამის Startup Drive-ის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა და 30 000 ლარით დაჯილდოვდა.
ინოვაციური იდეის ავტორი ფიზიკის მასწავლებელი ელენე მიდელაშვილია, რომელსაც მარტივი გამათბობლის შექმნის იდეა გაკვეთილზე დაებადა, შემდეგ კი შვილის საკვების გადაზიდვის პრობლემებს დაუკავშირა. თუმცა პანდემიის დროს გაჩენილმა ახალმა მოთხოვნებმა მომავალი სტარტაპი უფრო მასობრივი მოხმარების ბიზნესიდეად აქცია.
ელენე მიდელაშვილი, Tpack-ის დამფუძნებელი: „როდესაც Tpack-ზე დავიწყე ფიქრი, პანდემია იყო და სოციალურ ქსელებში ხშირად მხვდებოდა გამოძახებული საკვების ტემპერატურით უკმაყოფილო მომხმარებლების კომენტარები. ამიტომ საჭმლის გამათბობლის მანამდე გაჩენილი იდეა გადამზიდი კომპანიებისა და რესტორნების ბიზნესს უფრო დავუკავშირე, ვიდრე ბავშვთა კვებას. თუმცა იდეა იდეად რჩებოდა. ვფიქრობდი, საკმარისად დახვეწილი არ იყო - მაშინაც კი, როცა Startup Drive-ში გადავწყვიტე მონაწილეობა და სხვა იდეით მივედი. უკვე პროგრამაში ჩართვის და იქაურ ექსპერტებთან კონსულტაციების დროს გამოიკვეთა, რომ გამათბობელ მოწყობილობას ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, წარმატებულ ბიზნესად იქცეს. ისევ გავაცოცხლე მივიწყებული იდეა, თუმცა ის პირველი პროექტი, რომლითაც კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე, ჟიურის წევრებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და საშუალება მომცეს, მასზე მუშაობაც გავაგრძელო. ასე რომ, ნაცვლად ერთისა, ახლა რეალურად ორ პროექტზე ვმუშაობ.
სტარტაპზე მუშაობა მარტომ დავიწყე, მაგრამ ახლა უკვე მყავს გუნდის წევრი, ირაკლი ჭანტურიძე, რომელთან ერთადაც ვაგრძელებ სტარტაპის განვითარებას. Tpack-ის პროტოტიპი, რომელიც უკვე მზადაა, გამართულად მუშაობს, ტესტირების ეტაპები გავლილია და ახლა გვინდა, უშუალოდ წარმოებაზე გადავიდეთ. Startup Drive-ში მოგებული 30 000-ით სწორედ იმ ხელსაწყოებს შევიძენთ, რომლებიც წარმოების დაწყებისთვისაა აუცილებელი. შემდეგ კი, იმედი გვაქვს, სტარტაპი თავისი მოგებით განვითარდება“.

როგორც ელენე გვიყვება, Tpack-ის ზუსტი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. საკვების ტემპერატურის შესანარჩუნებელი „ლანჩბოქსების“ შესახებ გვსმენია, ასევე პიცის გამათბობელ ყუთებსაც უკვე იყენებენ, თუმცა Tpack სრულიად განსხვავებული მექანიზმია, ის ქმნის გამათბობელ მოწყობილობას, რომლის ზომა და ფორმაც დამოკიდებული იქნება დამკვეთის სურვილზე, გამათბობელი მაგრდება ჩანთაში და ტრანსპორტის დენის წყაროდან იღებს ენერგიას. ის ათბობს და უნარჩუნებს საკვებს ტემპერატურას, მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. ამასთანავე, მოწყობილობა ძალიან მსუბუქი და თხელია და მარტივად მაგრდება ნებისმიერი ტიპის ჩანთაში.
ელენე მიდელაშვილი, Tpack-ის დამფუძნებელი: „იდეის მოქნილობა, რეალური პრობლემა და წარდგენილი პროტოტიპი, რომელიც არსებულ პრობლემას ჭრის - ალბათ, ეს იყო Tpack-ის გამარჯვების მიზეზი. ჩვენ შევქმენით რეალური პროდუქტი, რომელსაც არ აქვს ანალოგი და რომელიც რეალურად მუშაობს.
ჩვენ ჟიურის თვალწინ გავათბეთ პიცა, რომელმაც 2 საათზე მეტი ხნით შეინარჩუნა ტემპერატურა. ეს არის პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლისთვის მოაქვს კომფორტი და ამავდროულად, მარტივად გამოსაყენებელია.
საუკეთესო გრძნობაა, როდესაც ისეთი დიდი კომპანია, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“, გენდობა და ხედავს შენი იდეის პერსპექტივას. დიდი მადლობა მათ ამ პროექტისთვის და, რა თქმა უნდა, ნდობისთვის. ნამდვილად არ ვფიქრობდი გამარჯვებას, თუმცა სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობაც მოვიდა. წამიერად ვიგრძენი, რომ ჩემი იდეა აღარ იქნება მხოლოდ იდეა და აუცილებლად უნდა მივაღწიო იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე წარმომედგინა“.
Tpack-ის გამარჯვებაში, როგორც ელენე ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სააქსელერაციო ეტაპმა. მან სწორედ ამ პერიოდში მიიღო ამომწურავი ინფორმაცია მისთვის აქამდე უცნობი პროცესების შესახებ, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემაში მიმდინარეობს და რომელთა ცოდნაც წარმატებული ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია. შეხვდა პროფესიონალებს, რომლებმაც გაუზიარეს გამოცდილება, დაანახვეს პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეც ერთად იმსჯელეს.
ელენე მიდელაშვილი, Tpack-ის დამფუძნებელი: „რომ არა Startup Drive, ალბათ ეს იდეა დიდხანს დარჩებოდა იდეად და მისი რეალობად ქცევა ძალიან გამიჭირდებოდა. ახლა მაქვს მეტი საშუალება და სტარტაპსაც აქვს მეტი პერსპექტივა, რომ სწორად და კარგად განვითარდეს.
Tpack აუცილებლად დაიმკვიდრებს თავის ნიშას. საკმაოდ საინტერესო და მრავალმხრივი განვითარება შეიძლება ჰქონდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ასე რომ, გაბედეთ და დაიწყეთ! არ გადადოთ, დაიწყეთ დღესვე! იდეა თავის თავს გამოძერწავს, დაიხვეწება, შეიძლება საერთოდაც შეიცვალოს ფორმა, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოვა და ისეთ შედეგს დაინახავთ, შეიძლება საკუთარი თავიც კი გააოცოთ“.
Startap Drive „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. აქსელერაციის ეტაპებზე 20-ამდე სტარტაპი შეირჩა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. ფინალურ ეტაპზე გადასული 7 მონაწილიდან კი გამარჯვება 3-მა სტარტაპმა მოიპოვა და, ჯამში, 200 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო.
აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად განხორციელდა.
პოლიტიკა
- გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
- ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
- ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საზოგადოება
- „თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
სამართალი
- "რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
- სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია - კაია კალასი
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















