საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 20 ნოემბერს ფერმერთა დღე აღინიშნა
საქართველო, თბილისი - 18:01 | 21.11.2022 ნანახია: 487
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, ფერმერთა დღე აღინიშნა.
საქართველოში ფერმერის დღე 2015 წლიდან ყოველ 20 ნოემბერს აღინიშნება. წელს, ფერმერის დღე საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გაიმართა.
ფერმერთა დღე ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა, რომლის მიზანი, ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია და მეწარმეების მხარდაჭერაა.
ღონისძიების შემდეგი ნაწილი კი სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში გაგრძელდა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში თერთმეტი წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. ამ ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:
-
წლის ახალგაზრდა ფერმერი - მაუგლი ძამუკაშვილი კახეთიდან - მესაქონლეობა;
-
წლის ქალი ფერმერი - მარიამ მარგველიძე რაჭიდან - მეღვინე;
-
წლის ინოვაციებზე ორიენტირებული ფერმერი - გვანცა კიკალეიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - სოციალური საწარმო, ჩირის წარმოება;
-
წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი - თამარ გერლიანი კახეთიდან - მეღვინე;
-
წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი - მკრტიჩ მოვსესიანი სამცხე-ჯავახეთიდან - კარტოფილი, მარცვლეული კულტურები;
-
წლის აღმოჩენა ფერმერი - გაბრიელ ძებისაშვილი მცხეთა-მთიანეთიდან - მეხორცული საქონელი და მეღორეობა, მარცვლეული კულტურა;
-
წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი - ილია მენაბდე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთიდან - მევენახეობა, მეღვინეობა;
-
წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი - მაია გიორგაშვილი შიდა ქართლიდან - აგროტურიზმი;
-
წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი - ბესიკ მაისურაძე რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთიდან - ყველის წარმოება;
-
წლის ფერმერი კაცი - ედვართ შერმანდინი შიდა ქართლიდან - თესლოვანი და კურკოვანი ხილის წარმოება;
-
"გმირობის ნაყოფი" - ლერი სანებლიძე შიდა ქართლიდან - ვაშლის ბაღები და მებოსტნეობა.
ფერმერის დღის ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდო „დივერსიფიცირებილი აგრობიზნესი“ კომპანია „უდაბნოს ფერმას“ და „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას“ გადაეცა.
„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის. ჩვენი ერთერთი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის და განსაკუთრებით აგრომიმართულებით. ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომლითაც გაიხსნა ღონისძიება არის კარგი შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას და მეწარმეების განვითარებას. ასევე, მინდა მივულოცო ყველა იმ ფერმერს, რომლებსაც ღირსეულად და დამსახურებულად გადაეცათ 11 სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში ავითარებენ სოფლის მეურნეობას, ქმნიან დოვლათს და ახალისებენ ეკონომიკის განვითარებას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქრათველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის ფერმერთა დღის ოფიციალურ ნაწილს 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, ასევე, სექტორული ასოციაციის წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
- ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
- ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საზოგადოება
- „თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
სამართალი
- "რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
- სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია - კაია კალასი
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















