ტესტი ჩაბარებულია - Porsche 911 Dakar-ის მსოფლიო პრემიერა ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე გაიმართება (R)
საქართველო, თბილისი - 16:00 | 15.11.2022 ნანახია: 506
-
Porsche 911 Dakar-მა თოვლზე, ყინულზე, ქვიშასა და ხრეშზე ურთულესი გამოცდები უკვე ჩააბარა.
-
სპორტული ავტომობილების ფლაგმანის 911-ის განსაკუთრებულ ვერსიას, ახალ 911 Dakar-ს, გერმანული პრემიუმ ბრენდი 16 ნოემბერს ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე წარადგენს (შოუ თბილისის დროით 17 ნოემბერს, 06:00-ზე გაიმართება).
პირველი ორკარიანი სპორტქარი სოლიდური ოფროუდშესაძლებლობებით - Porsche 911-ის ახალმა ვერსიამ ავტომოყვარულებს კიდევ ერთხელ უნდა გაახსენოს „პორშეს“ ტრიუმფი პარიზ-დაკარის რალიზე, რომელსაც სპორტული ავტომობილების გერმანულმა მწარმოებელმა გადაკეთებული 911-ით 1984 წელს მიაღწია. მაშინ „პორშემ“ პირველად გამოიყენა სრული ამძრავი.

10 000-კილომეტრიანი ტესტი ოფროუდზე
პროექტის ხელმძღვანელმა, ახიმ ლამპარტერმა და მისმა გუნდმა ავტომობილს ურთულესი გამოცდა მოუწყვეს. 911 Dakar მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექსტრემალურ პირობებში გაიტესტა - ავტომობილმა, ჯამში, ნახევარ მილიონ კილომეტრზე მეტი დაფარა, მათ შორის 10 000 კილომეტრზე მეტი უგზოობაზე. მაგალითად, მანქანის შესაძლებლობები სამხრეთ საფრანგეთში, Chateau Lastours-ის სატესტო ტრეკზეც გამოცადეს.
„აქ დაკარის გუნდები ხშირად ჩამოდიან, რათა თავიანთი ავტომობილები ევროპის რალის წინ გატესტონ“, - აცხადებს პორშეს ტესტ-დრაივერი, რომენ დიუმა.
მას თავიდან ძალიან გაუკვირდა, როცა შეიტყო, რომ Chateau Lastours-ის რთულ ტრეკზე 911 უნდა გაეტესტათ, მაგრამ გაოცება მალევე აღფრთოვანებაში გადაიზარდა - 911 Dakar-მა ოფროუდზე იმედები გაამართლა. გაზრდილი კლირენსი და გაძლიერებული სავალი ნაწილი რალისთვის დამახასიათებელ სირთულეებს უნაკლოდ გაუმკლავდა. დიუმას თქმით, ასეთ პირობებში არც გრძელი დრიფტი წარმოადგენდა სირთულეს: „კარგად ვიცოდი, რა შეუძლია 911-ს კარგ გზაზე, მაგრამ გაოცებული დავრჩი ავტომობილის შესაძლებლობებით ხრეშზე“, - ამბობს ის.

გამოცდა ყინულსა და თოვლზე
911 Dakar, რა თქმა უნდა, რალის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ვალტერ რიორლმაც გატესტა. მან Porsche 911-ის ეს განსაკუთრებული ვერსია არიეპლუგში (შვედეთი) გამოცადა. ავტომობილი გაყინულ ტბებზე და თოვლშიც გაიტესტა. „პორშეს“ ელჩი, ვალტერ რიორლი ამბობს: „ეს მანქანა გამაოგნებელია. სოლიდურად ფუნქციონირებს, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე. ალბათ „პორშეს“ მომხმარებელს ვერც კი წარმოუდგენიათ ის, რაც ამ მანქანას უგზოობაზე შეუძლია. თუმცა ეს მანამ, სანამ მას თვითონ არ გამოცდიან“, - ამბობს ვალტერ რიორლი.

ინტენსიური სატესტო პროგრამა უდაბნოებში
გამოცდა Porsche 911 Dakar-მა ქვიშის დიუნებზეც წარმატებით ჩააბარა - ავტომობილს დუბაისა და მაროკოში 45 გრადუს სიცხეში ცდიდნენ.
„911 Dakar-მა უდაბნოშიც სოლიდური პერფორმანსი აჩვენა, - აცხადებს 911 და 718 სამოდელო რიგის ხელმძღვანელი, ფრანკ მოზერი, - მცირე წონის, ამაღლებული კლირენსის, მძლავრი უკან ჩადგმული ძრავისა და თვლების მოკლე ბაზის შესანიშნავი კომბინაციით გამორჩეული მოდელი უდაბნოს მძიმე პირობებსაც შესანიშნავად ართმევს თავს. საჰარაში მისმა მართვამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა“.

911 Dakar „პორშეს“ კიდევ ერთმა ელჩმა, იორგ ბერგმაისტერმაც გატესტა, რომელიც მანქანის სვლის დინამიკაზე ამახვილებს ყურადღებას: „ვერ ვიფიქრებდი, რომ ავტომობილი ასეთი კლირენსით, ასფალტზეც კი, ისე მოქმედებს, როგორც Porsche 911-ზე ხარ მიჩვეული“.
დამუხრუჭების შესაძლებლობებს აფასებს პორშეს განვითარების დეპარტამენტის ტესტ-დრაივერი, ლარს კერნი და ამბობს: „თავიდან ამ ავტომობილის უგზოობაზე ბოლომდე დატვირთვას ვერც ვბედავდი, მოგვიანებით გავბედე. ძალიან კმაყოფილი ვარ. თვით ABS-იც კი ხრეშზე დამუხრუჭებისთვისაა ოპტიმიზებული. გასაოცარია, რა მოჭიდებას გვთავაზობენ ეს ოფროუდსაბურავებიც. მანქანა ძალიან სასიამოვნო სამართავია“.
Porsche-ს მოყვარულების ყურადღება ახლა ლოს-ანჯელესისკენ არის მიმართული, სადაც გერმანული ავტოგიგანტი გამორჩეული მოდელის პრემიერას გეგმავს.
--
Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „პორშე ცენტრი თბილისი“ 2011 წლიდან წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს
- პროტესტის გაჩერება არ შეიძლება, ეს ერთადერთი საჯარო დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას - ზურაბ ჯაფარიძე
- ევრობიუროკრატია გზავნილებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა, კვებავს მილევად რადიკალურ ფრთას, გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ - მიხეილ ყაველაშვილი
- ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია - ირაკლი კუპრაძე
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო
- უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყა - უკრაინული მედია
- რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ჩვენ, პოლონეთში, გვახსოვს გროზნო, გვახსოვს საქართველო - კაროლ ნავროცკი
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















