საქართველოს არაკეთილმოსურნეები ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებას, მეცენატობას და საკუთარი ქვეყნის, მისი ისტორიისა და ბუნების სიყვარულს ვერ პატიობენ - კობახიძე
საქართველო, თბილისი - 18:24 | 14.11.2022 ნანახია: 645
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, "საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები პოლიტიკური და ფინანსური შანტაჟით მშვიდობას ვერ დაარღვევენ, ვერ შეაჩერებენ ეკონომიკურ წინსვლას და ვერც ბიძინა ივანიშვილის მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტებს."
"მასშტაბური აგროკომპლექსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადაშენების პირას მყოფი ფრინველთა სახეობების გასამრავლებლად და ბუნებაში გასაშვებად შექმნა, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს, რაც დარგის სპეციალისტებმა ჩემზე უკეთ განმარტეს.
როგორც ცნობილია, ეს არ არის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის, თუმცა, საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ის განსაკუთრებულად კარგად აჩვენებს ამ ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ.
ქართველებს არ გვაქვს ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყანა. ჩვენი მთავარი სიმდიდრე ჩვენი ისტორია და ბუნებაა. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ განსაკუთრებით მასშტაბურ ქველმოქმედებას ბიძინა ივანიშვილი, წლების მანძილზე, სწორედ ამ ორი მიმართულებით ახორციელებს.
წინა ხელისუფლების მიერ "ჩარეცხილად" შერაცხულ ინტელიგენციაზე ზრუნვა, ეკლესია-მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, სამების ტაძრის მშენებლობა, ქართულ პოლიფონიაზე ზრუნვა და ბიძინა ივანიშვილის სხვა მასშტაბური საქველმოქმედო ინიციატივები სწორედ საქართველოს ისტორიისა და ტრადიციების მოფრთხილებისა და შენარჩუნების პატრიოტულ საქმეს ემსახურება.
გაშენდა შეკვეთილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, შეიქმნა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა მასშტაბური სანერგე მეურნეობები, რომლებშიც ასეულობით ქართული და ასეულობით უცხოური ვაზის ჯიში, აგრეთვე ასეულობით სახის ხეხილოვანი კულტურა გაშენდა. თბილისს გადაეცა იპოდრომის ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დედაქალაქის ეკოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე გაშენდება. გადაშენების პირას მყოფი ფრინველთა სახეობების გასამრავლებელი აგროკომპლექსიც მორიგი საქველმოქმედო პროექტია, რომელიც უნიკალური ქართული ბუნების შენარჩუნებას ემსახურება.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ამ და სხვა მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი ფინანსური შანტაჟისა და სერიოზული ფინანსური სირთულეების შექმნის ფონზეც აგრძელებს.
სწორედ ასეთ ადამიანს - ქველმოქმედს, მეცენატს, ადამიანს, რომელმაც კარგად იცის საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ბუნების ფასი და უბრალოდ, უყვარს ეს ქვეყანა, საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ოლიგარქად მოიხსენიებენ.
ამის მიზეზი არის არა ის, რომ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მეცენატობას და ქვეყნის სიყვარულს ვერ ხედავენ, არამედ, პირიქით, ისინი ბიძინა ივანიშვილს სწორედ ქველმოქმედებას, მეცენატობას და საკუთარი ქვეყნის, მისი ისტორიისა და ბუნების სიყვარულს ვერ პატიობენ.
სინამდვილეში, საქართველოს არაკეთილმოსურნეების ლექსიკონის მიხედვით, ოლიგარქი არის პატრიოტის, ხოლო პოლიტიკაზე ჭარბი გავლენა - საკუთარი ქვეყნის ჭარბი სიყვარულის სინონიმი.
საქართველოს უცხოელი არაკეთილმოსურნეების ქართველი პარტნიორები არიან ადამიანები, რომლებიც სწორედ ბიძინა ივანიშვილის საპირისპირო დამოკიდებულებას გამოხატავენ. ისინი არიან უსამშობლო ადამიანები, რომლებით ხშირად ღიადაც ებრძვიან საკუთარი ქვეყნის ისტორიას და მის მომავალს. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის სიყვარულის ნაცვლად, უცხო ქვეყნის "სიყვარული" ამოძრავებთ.
საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ითხოვენ „მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის ჭარბი გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“. ამ ადამიანებმა სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილს თუკი რაიმე ჭარბი გავლენა აქვს, ეს არის სწორედ ზემოთ აღწერილი საქველმოქმედო ინიციატივებითა და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით განპირობებული საზოგადოების განწყობა მის მიმართ. სწორედ ამ განწყობიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ეკონომიკური პროცესებიდან და საჯარო ცხოვრებიდან დისტანცირების პირობებშიც კი არის ფაქტორი, რომელიც ხალხს ეიმედება და საქართველოში მშვიდობას, სიმშვიდეს და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.
ამ გაგებით, ბიძინა ივანიშვილის "ჭარბი გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში" გამოხატულია იმით, რომ საქართველოში არის არა ომი, არამედ მშვიდობა, საქართველოში არის არა ეკონომიკის რეცესია, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, საქართველოში არის არა არეულობა, არამედ სიმშვიდე.
საქართველოს არაკეთილმოსურნეებს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ მათ, უმძიმესი შანტაჟის პირობებშიც კი, ბიძინა ივანიშვილს ომისკენ ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს და ნაცვლად იმისა, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში შემობრუნებას და ქვეყნის განადგურებას დათანხმებოდა, დღეს ქველმოქმედებით, მათ შორის საქართველოს ბუნების გალამაზებითა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით არის დაკავებული.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეული წევრი ცდილობს, პოლიტიკაში იმ ღირებულებებითა და პრინციპებით იმოქმედოს, რომლის მაგალითსაც ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა გვაძლევდა. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეებისთვის საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და მისი პოლიტიკა ზუსტად ისევეა მიუღებელი, როგორც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი.
ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერც პოლიტიკური და ვერც ფინანსური შანტაჟით, საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები საქართველოში ვერც მშვიდობას და სიმშვიდეს დაარღვევენ, ვერც ეკონომიკურ წინსვლას შეაჩერებენ და ვერც ბიძინა ივანიშვილის მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტებს შეაჩერებენ. საქართველო გაიმარჯვებს!" - წერს ირაკლი კობახიძე.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
- კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სიონისკენ მიემართება
- გამხნევდით, ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს - მსოფლიო პატრიარქი
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















