ნიკა გვარამიას სასამართლო სააპელაციოში, 4 ოქტომბერს გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 17:11 | 20.09.2022
ნანახია: 444

ნიკა გვარამიას სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბერს გაგრძელდება. მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომა 12 საათზე ჩანიშნა. ბრალდებისა და დაცვის მხარეები მომდევნო პროცესზე უკვე დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან.

იმ შემთხვევისთვის, თუ 4 ოქტომბერს მხარეებს დასკვნითი სიტყვისთვის დრო არ ეყოფათ და პროცესი ვერ დასრულდება, მოსამართლეთა კოლეგიამ კიდევ ერთი- მეოთხე სხდომა დანიშნა, უკვე 11 ოქტომბერს, 16 საათსა და 30 წუთზე.  

შეგახსენებთ, დღეს, მეორე ინსტანციაში "მთავარი არხის" პატიმრობაში მყოფი გენერალური დირექტორის საქმეზე მეორე სასამართლო სხდომა ჩატარდა.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე