როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში?
საქართველო, თბილისი - 13:50 | 22.08.2022 ნანახია: 435
სიჩქარის გადაჭარბება, დარღვევით გასწრება, უწყვეტი ზოლის გადაკვეთა, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის წესების უგულებელყოფა, დისტანციის დაუცველობა - ეს და სხვა მრავალი მანკიერი ჩვევა, რომლებიც ქართველ მძღოლებსა თუ ქვეითებს ახასიათებთ, საბოლოოდ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაში აისახება და არცთუ სახარბიელო შედეგებს წარმოგვიდგენს. თბილისსა თუ სხვა დიდ ქალაქებში მხოლოდ 2021 წელს 5900-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი გელა კვაშილავა "თეგეტა ჰოლდინგის" მიერ წამოწყებულ კამპანიას „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი მსხვილი კომპანიის მიერ მსგავსი წამოწყება ერთი მხრივ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას, ხოლო მეორე მხრივ მაგალითი ხდება სხვა კომპანიებისათვის, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყონ გზებზე მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებას, რაც დღეისათვის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.
"მხოლოდ 2021 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7700-ზე მეტი დაშავდა. კიდევ უფრო დიდია ისეთ ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი, სადაც არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ავტომობილები და შედეგად, ქალაქში ისედაც გადატვირთული მოძრაობის პირობებში, დამატებითი საცობები წარმოიქმნა. აქედან გამომდინარე, პრობლემა და გამოწვევა ამ მხრივ საკმაოდ სერიოზულად დგას", - აცხადებს ექსპერტი გელა კვაშილავა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილეები არიან არა მხოლოდ ავტომფლობელები, არამედ ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედისა და სკუტერის მძღოლებიც. კვაშილავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მობილობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა ნებისმიერი მოქალაქისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. მისი თქმით, აუცილებელია, გზებზე დაინერგოს ურთიერთპატივისცემის კულტურა, დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და ამაღლდეს ცნობიერება.
"ერთ-ერთი პრობლემა გზებზე მაღალი სიჩქარეა, რომელიც ქალაქში 40-50 კმ/სთ უნდა იყოს, ხოლო სკოლებთან - არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, რადგან ბავშვები ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ყველაზე მეტად დაუცველები არიან. 1 კმ/სთ-ით სიჩქარის შემცირება 4%-ით ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობას".
ექსპერტი ხაზს უსვამს ბიზნესის როლს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
"მნიშვნელოვანია, მსგავს კამპანიებს პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს. "თეგეტა ჰოლდინგი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა და თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე შეუძლია სასიკეთო გავლენის მოხდენა. ცნობიერების ამაღლების არეალი და სანდოობა მის შემთხვევაში საკმაოდ მაღალი იქნება და მეტად იმოქმედებს ადამიანების ქცევის ცვლილებაზე. ვფიქრობ, თეგეტასგან მაგალითი სხვა კომპანიებმაც უნდა აიღონ. ბიზნესი, საზოგადოება და მთავრობა - პასუხისმგებლობას ყველა უნდა იზიარებდეს", - აცხადებს კვაშილავა.
"მიუხედავად შეზღუდვებისა, რომლებიც დღეს გზებზე არსებობს, სტატისტიკა მაინც მძიმეა. ბევრი ავტოავარიის მიზეზი ისევ გადაჭარბებული სიჩქარე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ჩვენი კამპანიის მიზანი სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ საზოგადოებაში დისკუსიის დაწყებაა. მნიშვნელოვანია, ყველამ გავიზიაროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ერთად გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი საგზაო მოძრაობისთვის. მჯერა, რომ კამპანიის ფარგლებში შექმნილი დამატებითი 20 ნიშნით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ მანკიერ ქცევებს და მოვუწოდებთ, გახდნენ ძირეული ცვლილებების მონაწილეები", - ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
"თეგეტა ჰოლდინგის" მიერ კამპანიისთვის შექმნილი ახლებური საგზაო ნიშნები, ერთი მხრივ, კონკრეტულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ფუნქციას ასრულებს, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს ქცევის ცვლილებისკენაც უბიძგებს.
პოლიტიკა
- Toyota X Bridgestone - იაპონური პარტნიორობის სტანდარტი
- მინდა ცეცხლის სწრაფი შეწყვეტა მოხდეს, მაგრამ თუ დღეს ესარ მოხდება, ბედნიერი. არ ვიქნები - დონალდ ტრამპი
- სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება დიდი ნაბიჯია, თუმცა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას გააგრძელებს - ჯო უილსონი
- ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთაოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად - ვახუშტი მენაბდე
საზოგადოება
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
სამართალი
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის
- ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე პორტში დაბომბა გემი, რომელიც ირანული დრონების ნაწილებითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული
- დონალდ ტრამპმა ევროპელ და უკრაინელ ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ მზადაა, გარკვეული პირობებით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს - Politico
- რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნაზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“: ახალი თავგადასავლების სეზონი - Geely Center Tegeta-ს კამპანია
- „თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ავტონაწილებზე უპრეცედენტო საგარანტიო პირობები მოქმედებს
- „თეგეტა ბლოგი“ - „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი ციფრული პლატფორმა
- Tegeta Truck & Bus-მა მომხმარებელს MAN TopUsed-ის რეალურ პირობებში გამოცდის შესაძლებლობა მისცა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება