რას აღნიშნავს "თეგეტა ჰოლდინგის" კამპანიის ალტერნატიული საგზაო ნიშნები?
საქართველო, თბილისი - 17:39 | 19.08.2022 ნანახია: 960
"სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია", "ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის", "კატალიზატორის გარეშე მანქანა მომწამვლელ გამონაბოლქვს გამოყოფს" - თბილისის ქუჩებში, ალბათ, უკვე შეამჩნიეთ საგზაო ნიშნები ამ და სხვა წარწერებით.
ეს ნიშნები თან ჰგავს რეალურ სიმბოლოებს და თან სრულიად განსხვავებულ აკრძალვებსა და საინფორმაციო მაჩვენებლებზე მიგვითითებს, იმაზე, რაც საგზაო მოძრაობის წესებში არ წერია, თუმცა მათი გათვალისწინება აუცილებელია ჩვენი თუ სხვისი უსაფრთხოებისა და სიცოცხლისათვის.
საგზაო მოძრაობის ახალი ნიშნები "თეგეტა ჰოლდინგის" კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, რომლის მიზანია, ქვეყანაში საგზაო მოძრაობის კულტურა გაუმჯობესდეს. ასეთი 20-მდე სიმბოლოა და თითოეული მძღოლებისა თუ ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და მეგობრულად შეგვახსენებს, როგორ მოვიქცეთ, რომ საერთო სიკეთისთვის ქვეყანაში საგზაო კულტურა გავაუმჯობესოთ.
კამპანიაზე, "თეგეტასთან" ერთად, საკმაოდ დიდი გუნდი მუშაობდა. პროექტის კრეატიული დირექტორი პავლე გაბრიჭიძეა, კრეატივ სტრატეგი და კოპირაიტერი - ელენე დანელია, ახალ საგზაო ნიშნებზე კი სააგენტო "ჰოლი მოტორსმა" იმუშავა.
ახალი საგზაო ნიშნები მიგვითითებს, ვიაროთ ფრთხილად, ისე რომ საფრთხე არც საკუთარ თავს შევუქმნათ და არც სხვას.

ამ კამპანიის რამდენიმე სიმბოლო გვეუბნება, რომ აუცილებელია, ვიზრუნოთ გარემოზე.

სპეციალურად შექმნილი ეს საგზაო ნიშნები გვაფრთხილებს, რომ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია, ამიტომ საჭესთან უნდა ვიყოთ ყურადღებით, ფხიზლად და დავიცვათ გადაადგილების წესები უფროსებისა და ბავშვებისთვის.

დაბოლოს, კამპანია "იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე" გვახსენებს იმ ჭეშმარიტებებს, რაზედაც ყველა ვთანხმდებით, ან უნდა ვთანხმდებოდეთ.

რა თემებზე უნდა ყოფილიყო ახალი საგზაო ნიშნები - კამპანიის დაგეგმვამდე გამოკითხვა ჩაატარეს სოციალურ ქსელში, ქუჩაში, თავშეყრის ადგილებში. ეს საკითხი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მწვავე აღმოჩნდა. შედეგად, ძალიან მოკლე დროში 10 000-მდე ადამიანის პასუხი მიიღეს, რომელზე დაყრდნობითაც საგზაო ნიშნები სწორედ მათი წუხილების გათვალისწინებით შეარჩიეს.
"ჰოლი მოტორსმა" ბრიფის მიღებისას უკვე იცოდა, რა პრობლემებს ხედავდნენ ადამიანები საგზაო მოძრაობის კულტურაში. პროექტზე იმუშავეს დიზაინერებმა: ნიკოლოზ კუმბარმა, ანუკი კონიაშვილმა, გიორგი ხარძიანმა, თათა გუშარაშვილმა, დევიდ დრონმა და ნინო ყაველაშვილმა.
სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი გიორგი ავალიანი გვიყვება, რომ ეს პროექტი მათი გუნდისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო.
გიორგი ავალიანი, "ჰოლი მოტორსის" თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი: "დიზაინით პრობლემის გადაჭრა და ხალხის ალაპარაკება არ არის მარტივი. შესაბამისად, ამ ამბავში ჩვენი ჩართვა ნამდვილად ერთგვარი გამოწვევა იყო, თუმცა ამავე დროს ძალიან კარგი შესაძლებლობაც აღმოჩნდა ჩვენთვის".
ამბობს, რომ თავად მუშაობის პროცესი მარტივი არ იყო. მათ უნდა შეექმნათ ნიშან-სიმბოლოები უკვე იდენტიფიცირებულ პრობლემებზე, მიეცათ რჩევები, როგორ შეეცვალათ ის მანკიერი ქცევები, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო საგზაო კულტურისათვის.
"ჩვენთვის ეს არ ყოფილა მარტივი, წრეში ჩახატული ნიშნები და მათი განმარტებები. თითოეულ სიმბოლოზე ზუსტად ისე ვიმუშავეთ, როგორც ლოგოზე ვმუშაობთ ხოლმე.
თავიდანვე ვიცოდით, რომ ნიშნები აუცილებლად ადვილად აღქმადი უნდა ყოფილიყო, წარწერები - კარგად კითხვადი. აუცილებლად უნდა მიგვემსგავსებინა რეალური სიმბოლოებისთვის, თუმცა განსხვავებული ელემენტები უნდა შეგვეტანა, რათა დაბნეულობა არ გამოგვეწვია. თანაც, არ გვინდოდა, კარიკატურული გამოსულიყო, დახვეწილი სიმბოლოები გვჭირდებოდა.
ძალიან მოკლე დროში უდიდესი შრომა ჩავდეთ ამ პროექტში. სიმბოლოების ნაწილი უკვე შევქმენით, ნაწილზე განახლებულ ვებგვერდზე შემოსული უკუკავშირის შემდეგ ვიმუშავებთ და იმის მიხედვით შევქმნით ვიზუალებსა და გზავნილებს", - ამბობს გიორგი ავალიანი.
"იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე" კამპანიის ფარგლებში ალტერნატიული საგზაო ნიშნების ბანერები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში განთავსდა.
მარიამ კარკალაია, "თეგეტა ჰოლდინგის" მარკეტინგის დირექტორი: "ახალი საგზაო ნიშნებისთვის ალტერნატიულ მედიად გამოვიყენეთ ქუჩის გარე ბანერები, შესაბამისად, მძღოლებსა და ქვეითებს ჩვენი გზავნილები თავს უშუალოდ ქალაქში მოძრაობისას შეახსენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ ნიშნების შინაარსიც ლოკაციებს მოვარგეთ და კონკრეტული სიმბოლოები სწორედ იმ წერტილებში განვათავსეთ, სადაც მსგავსი ქმედებები ყველაზე ხშირად გვხვდება. გვჯერა, რომ ამ თემაზე საუბრით შევძლებთ, ერთობლივი ძალისხმევით უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა".
"თეგეტა ჰოლდინგი" საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებაზე ზრუნვას სამომავლოდაც გეგმავს და დამატებით 10 საგზაო ნიშნის შექმნას აპირებს.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს
- პროტესტის გაჩერება არ შეიძლება, ეს ერთადერთი საჯარო დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას - ზურაბ ჯაფარიძე
- ევრობიუროკრატია გზავნილებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა, კვებავს მილევად რადიკალურ ფრთას, გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ - მიხეილ ყაველაშვილი
- ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია - ირაკლი კუპრაძე
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო
- უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყა - უკრაინული მედია
- რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ჩვენ, პოლონეთში, გვახსოვს გროზნო, გვახსოვს საქართველო - კაროლ ნავროცკი
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















