რა უნდა შევამოწმოთ ავტომობილში შორ გზაზე წასვლამდე?
საქართველო, თბილისი - 17:00 | 18.08.2022 ნანახია: 665
განტვირთვისთვის ზაფხული საუკეთესო პერიოდად ითვლება, რადგან ამ დროს დასვენება, მთაშიც და ზღვაზეც თანაბრად სასიამოვნოა. საზაფხულო ვოიაჟის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობაა, რისთვისაც ავტომობილი წინასწარ უნდა მოვამზადოთ. რას გვირჩევენ ექსპერტები შორ გზაზე ჩვენი ავტომობილით მოგზაურობამდე - ამ თემაზე „თეგეტა მოტორსის“ სერვისის რეგიონული მენეჯერი, მამია ჭუმბურიძე საუბრობს.

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება შორ გზაზე წასვლამდე?
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ავტომობილის ფლობისას აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ მწარმოებლის მიერ დადგენილი სარეგლამენტო მომსახურებებით და დროულად მოვახდინოთ შესაბამისი სერვისის ჩატარება. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ამცირებს შემდგომ რისკებს და გაუთვალისწინებელ ხარჯებს.
რაც შეეხება მოგზაურობას და შორ გზაზე წასვლას - ასეთ შემთხვევაში ხშირად არ ითვალისწინებენ, რომ ავტომობილს განსხვავებულ რელიეფზე სხვადასხვა დატვირთვით მუშაობა უწევს. სწორედ ამიტომ, საჭიროა წინასწარი მომზადება და ავტომობილის სრულად გამართვა.
დიაგნოსტიკისას მანქანის რომელ ნაწილებს უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება?
ავტომობილის შემოწმებისას უმჯობესია მივმართოთ ისეთ სერვის ცენტრს სადაც შესაძლებელი იქნება სრული მომსახურების მიღება. შემოწმებისას ყურადღება უნდა მიექცეს ავტომობილის სავალი ნაწილის და ძირითადი აგრეგატების გამართულად მუშაობას. აღნიშნული კომპონენტები უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
მნიშვნელოვანია გადამოწმდეს ძრავის, გადაცემათა კოლოფის და გაგრილების სისტემის სითხეების დონე - საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი შეცვლა. საბურავები უსაფრთხოების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, შესაბამისად აუცილებელია გადამოწმდეს მათი სეზონთან შესაბამისობა და მდგომარეობა.
გარდა სავალი ნაწილისა, კიდევ რა დეტალების შემოწმებაა მნიშვნელოვანი?
აუცილებლად უნდა შემოწმდეს ძრავის გაგრილების სისტემა. შორ გზაზე წასულებს ხშირად გვიწევს არასწორ რელიეფზე სიარული, ამიტომ ძრავი გადახურებისგან უნდა დავიცვათ. ამისთვის საჭიროა, რომ გაგრილების სისტემაში ზამთარშიც და ზაფხულშიც ანტიფრიზი ესხას. ანტიფრიზის დუღილის ტემპერატურა წყლისგან განსხვავდება და ის უფრო მაღალია. ამიტომ ზაფხულის სიცხეში და დიდ დატვირთვაზე მანქანას წყლის ადუღებისგან დავიცავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ძრავის სერიოზული დაზიანებაც კი გამოვიწვიოთ.
ზოგადად, გადაცემათა კოლოფში ზეთის ხშირი გამოცვლა არ არის საჭირო. აქედან გამომდინარე, ავტომფლობელები მას ხშირად არ ამოწმებენ. თუმცა, შორ გზაზე დიდი დატვირთვის დროს ზეთი, რომლის ხარისხი უკვე გაფუჭებულია, შეიძლება ადუღდეს. სწორედ ამიტომ აუცილებელია გადაცემათა კოლოფში ზეთის შემოწმება.
რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყონ ავტომობილის მომზადება და ზოგადად რას ურჩევდით ავტომფლობელებს შორ გზაზე მგზავრობის წინ?
თუკი ავტომობილს რეგულარულად ვუტარებთ სარეგლამენტო სერვისს, გაცილებით დაბალია რისკი იმისა, რომ გაუთვალისწინებელი სამუშაოს ჩატარება მოგვიწიოს. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით უმჯობესია, მომზადება დავიწყოთ 2-3 კვირით ადრე, რადგან საჭიროების შემთხვევაში, გვქონდეს დრო კონკრეტული ხარვეზის გამოსასწორებლად.
სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც უკვე მგზავრობისთვის გამზადებული მოქალაქეები ჩვენს სერვისში აღმოჩენილან. ზოგი გადამოწმების მიზნით, ზოგიც პრობლემით.
მსგავსი უსიამოვნებების თავიდან აცილებაში, მთელ საქართველოში, „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში დაგეხმარებიან და აგვისტოს ბოლომდე განსაკუთრებული შეთავაზებებითაც ისარგებლებთ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















