"ორკესტრირებული სადამსჯელო ქმედება" - ტელევიზიების ერთობლივი განცხადება
საქართველო, თბილისი - 18:39 | 12.08.2022 ნანახია: 566
ტელეკომპანიები ფორმულა, მთავარი არხი და TV პირველი კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ ქართული ოცნების სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"ხელმომწერი მაუწყებლები ჩვენ წინააღმდეგ მომართულ ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად მივიჩნევთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2022 წლის 11 აგვისტოს მიღებულ, ჩვენი შეფასებით, დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებას.
გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად იქნა მიღებული პარტია "ქართული ოცნების" განცხადება, რომლის მიზანი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო ჩვენი დასჯა და მძიმე ფინანსური სანქციების დაკისრებაა.
საქმე ეხება 2022 წლის 8 აგვისტოს პარტია "ქართული ოცნების" მიერ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ განცხადებას, რომლის საფუძველზეც ის ითხოვს სამი კრიტიკული მედიის- "ფორმულას", "მთავარი არხისა" და "ტვ პირველის" სამართალდამრღვევად ცნობას 23-24 ივნისს „შინ ევროპისკენ“ კლიპის გაშვების გამო.
"ქართული ოცნება" განცხადებაში მანიპულაციურად უთითებს, რომ სადავო რეკლამა წარმოადგენს პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას და ემსახურება მმართველი პარტიის და მისი წარმომადგენლების უარყოფითად წარმოჩენას, მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას და სამომავლოდ, არჩევნებში მათთვის ხელის შეშლას.
აღნიშნულის გათვალისწინებით კი, განმცხადებლის აზრით, სადავო კლიპი არის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც არ უნდა განთავსდეს არასაარჩევნო პერიოდში. 2022 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე კომისიას უნდა გადაეწყვიტა ამ განცხადების დასაშვებობა. ამ მიზნით, ვალდებული იყო შეეფასებინა, არის თუ არა "ქართული ოცნება" ამ ტიპის განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი, ხოლო კომისია უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საკითხი.
სამივე მაუწყებლის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოსამზადებელ სხდომაზევე უნდა შეემოწმებინა სადავო რეკლამა არის პოლიტიკური/წინასაარჩევნო თუ სოციალური, ხოლო ამის გადაწყვეტის შემდეგ, კანონმდებლობის საფუძველზე ემსჯელა შედის თუ არა მის კომპეტენციაში მსგავსი რეკლამის შინაარსის შეფასება.
მაუწყებლების წარმომადგენლები ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ "ქართული ოცნების" მიერ სადავოდ გამხდარი რეკლამა წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას, სრულად ექცეოდა სოციალური რეკლამის კანონისმიერ დეფინიციაში, განთავსებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი მიზანი საზოგადოებისთვის 24 ივნისის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ „შინ ევროპისაკენ“ აქციაზე გამოსვლისკენ მოწოდება და არა რომელიმე პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირება იყო.
შესაბამისად, თუ ამ რეკლამის შინაარსი მიუღებელი იყო "ქართული ოცნებისთვის", მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, მას თავისი უფლების დაცვა სასამართლოსთვის მიმართვის გზით, არა მაუწყებლის არამედ რეკლამის დამკვეთის წინააღმდეგ უნდა გაეგრძელებინა. კომისიამ ასევე თავი აარიდა მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია “ქართული ოცნება” არ არის უფლებამოსილი სუბიექტი/დაინტერესებული პირი, იდავოს კომისიაში მსგავს საკითხზე, რადგან რეკლამაში ნაჩვენები პირები არიან მაღალი პოლიტიკური/სახელმწიფო თანამდებობის პირები და ისინი განცხადებებს არა პარტია “ქართული ოცნების”, არამედ სახელმწიფოს სახელით აკეთებენ, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიის ურთიერთგამიჯვნის საკითხი, დემოკრატიულ სახელმწიფოს საკვანძო მახასიათებელია. აღსანიშნავია, რომ რეკლამაში არ გვხვდება პარტია “ქართული ოცნების” მაიდენტიფიცირებელი რაიმე ნიშნები ან/და სიმბოლიკა, შესაბამისად, გაურკვეველია რაზე დაყრდნობით მიიჩნია კომისიამ "ქართული ოცნება" დაინტერესებულ პირად.
საყურადღებოა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე კრიტიკული მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, ხელისუფლება მარეგულირებელი ორგანოს საშუალებით ცდილობს, ერთი მხრივ, კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესებას და მათთვის ფინანსური დაბრკოლებების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებაში კრიტიკული/ნეგატიური აზრის ჩახშობას.
კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
კომისიამ საქმის არსებითი განხილვის სხდომა 2022 წლის 23 აგვისტოს, 15 საათზე დანიშნა. ტელეკომპანიების ინტერესებს კომუნიკაციების კომისიაში იცავენ ორგანიზაციები "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" და "დემოკრატიის მცველები"- ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















