ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და ურცხვად ემსახურებიან მტერს - ნიკა მელია
საქართველო, თბილისი - 13:07 | 08.08.2022 ნანახია: 520
"ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს რომ რუსეთიოკუპანტია", - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან მე-14 წლისთავს.
"რუსეთ-საქართველოს ბოლო ომის - აგვისტოს ომის დაწყებიდან 14 წლის თავზე, საქართველო სამწუხაროდ სრულად ოკუპირებულია რუსული რბილი ძალისა და უსამშობლო ქართველების - საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი რუსული ოცნების ხელით!
დიახ, რუსეთმა იარაღის ძალით, სამხედრო ძალით 20 %-ის ოკუპაცია შესძლო 90-იანიწლების დასაწყისში. და რაც მტერმა ვერ შეძლო იარაღის ძალით, ის შეძლო რბილი ძალით. ამ ბოლო წლებში, ამ ხელისუფლების პირობებში!
ხელისუფლების, რომელიც სათავეში მოვიდა „ქართული ოცნების“ სახელით, მაგრამ საქმით წარმოადგენს რუსულ ოცნებას - რუსების ახდენილ ოცნებას!
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს რომ რუსეთი ოკუპანტია!
ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც სცხვენიათ! ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს!
გვყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომელიც მზადაა დაესხას თავს ყველასა და ყველაფერს, ისაუბროს ზიზღის ენით ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტარებთან, სენატორებთან, კონგრესმენებთან, უკრაინის ხელისუფლებასთან, და ახლა უკვე საკუთარ ხალხთან და ეს ყველაფერი კეთდება პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი რუსების დასაცავად.
რუსული ოცნების პარტიული მუშაკები ერთ ხმაში საუბრობენ ქსენოფობიასა და შოვინიზმზე! საკუთარ ხალხს ადანაშაულებენ ქსენოფობიაში!
ეს უსამშობლო ქართველები ერთეულ პროვოკატორად ასაღებენ მას, ვისაც შეუძლია 5 ათასი რუსის დარაზმვა ქართული ბიზნესის წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ რომ ის ქართული ბიზნესი მათგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ითხოვს.
რუსეთის ოცნებისაა ხელისუფლება, რომელიც ეუბნება ქართველ ხალხს, არ უპასუხოთ რუსს, რომელსაც არ მოსწონს თქვენი ქართული ბიზნესი და თქვენი წესები, და ის თუ აზარალებს თქვენს ბიზნესს, იგი - ან რუსების სურვილებს მოარგეთ, ან დახურეთ ბიზნესი.
ამ ხელისუფლებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა - ქსენოფობია და გოიმობაა, ეროვნული ინტერესების დაცვა - პროვოკაციაზე წამოგებაა!
რუსული ოცნების ხელისუფლებისთვის ეროვნული ინტერესების დაცვა ომში ჩათრევისმცდელობაა, მშვიდობა კი მხოლოდ კაპიტულაციით მიიღწევა
ჩვენ გვყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომლისთვისაც კომფორმულობა ცხოვრებისწესია, რომლისთვისაც გამოთქმა: ჩათრევას ჩაყოლა ჯობია ცხოვრებისა და საქმიანობის კრედოა.
უსამშობლო პარტია რუსული ოცნების ქართველი ლიდერები გამოდიან და სტატისტიკით ჟონგლიორობენ! რომ თურმე წელს ბევრად ნაკლები რუსი ტურისტია ქვეყანაში, ვიდრე 2019 წელს იყო!
ყურს იყრუებს და თვალს იბრმავებს, არ უნდა დაინახოს ის საფრთხე რაც გულს უხეთქავს ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეს პარტიული კუთვნილების მიუხედავად!
ჯიუტად არ აღიარებს იმ საფრთხეს, რომელიც თან ახლავს რუსი მოქალაქეების ნაკადს, არატურისტების, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან და მკვიდრდებიან, ყიდულობენ ბინებს, არეგისტრირებენ კომპანიებს, იღებენ ბინადრობის მოწმობებს, ან არც სჭირდებათ ბინადრობის მოწმობა, იმიტომ რომ საქართველოში მთელი წელი, მთელი წელი შეუძლიათ დარჩნენ ვითომ „ტურისტულად“ !
რუსეთის მოქალაქეებს ასეთი პირობები არ აქვთ არსად! არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში! ოკუპირებულ ცხინვალშიც კი!
რუსული ოცნების უსამშობლო პარტიის ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში შემოსულ-დამკვიდრებული ათეულ ათასობით რუსი, პუტინის რეჟიმს გამოქცეულია! არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ საზღვარზე ვისაც აკავებენ და საქართველოში არ უშვებენ, სწორედ დეკლარირებულად ანტიპუტინისტი, დისიდენტი რუსები არიან.
რა არის გამოსავალი? ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალია - რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.
რა თქმა უნდა, ნორმალური ხელისუფლების პირობებში ბევრი გამოსავალი იარსებებდა, გულუბრყვილობას არ ვაპირებთ და კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად არანაირ მოთხოვნას უსამშობლო რუსულ ოცნებას არ ვუყენებთ!
უბრალოდ მსურს ვიცოდეთ რას გააკეთებდა და მომავალში რას გააკეთებს ნორმალური ხელისუფლება:
ნორმალური ეროვნული ხელისუფლება, გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას! მოახდენდა ვიზიტების მიზნობრიობის ლუსტრაციას.
შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესის რეგისტრაციას და ბინადრობისმოწმობის გაცემას- თუ ისინი არ აღიარებდნრნ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და იმას რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის20%.
სწორედ ეს იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქე, აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და არ უქმნის მას საფრთხეს.
ნორმალური,ეროვნული ხელისუფლება ასევე შეზღუდავდა ტურისტული ვიზიტისხანგრძლივობას ერთ თვემდე.
და ბოლოს, უსამშობლო რუსული ოცნების გასაგონად!
ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით!
ყველა პატივს ვცემთ სტუმარ-მასპინძლობის ძირძველ ქართულ ტრადიციას, თუმცა თუსტუმარი რჩება ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში უნდა მიიღოს და იცხოვროს ჩვენიწესებით, ისწავლოს ენა, აღიაროს ქვეყნის საზღვრები.
ამაზე დგას ქართული იდენტობა, ეროვნული ღირსების შენარჩუნებასა და დაცვაზე. რაც, თითეული ჩვენთაგანის ვალია", - განაცხადა მელიამ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს
- პროტესტის გაჩერება არ შეიძლება, ეს ერთადერთი საჯარო დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას - ზურაბ ჯაფარიძე
- ევრობიუროკრატია გზავნილებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა, კვებავს მილევად რადიკალურ ფრთას, გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ - მიხეილ ყაველაშვილი
- ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია - ირაკლი კუპრაძე
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო
- უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყა - უკრაინული მედია
- რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ჩვენ, პოლონეთში, გვახსოვს გროზნო, გვახსოვს საქართველო - კაროლ ნავროცკი
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















