ბათუმში 1კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი 20 ლარიდან 405 ლარამდეა

საქართველო, თბილისი - 15:34 | 26.02.2016
ნანახია: 1449

ბათუმში 1კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი 20 ლარიდან 405 ლარამდეა. დღეს ქალაქის საკრებულომ ბათუმში სახელმწიფო და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენაზე იმსჯელა და შესაბამისად ქალაქის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი ცენტრალურ ზონაში სამი ქვეზონის მიხედვით - 162, 315 და 405 ლარით, შუალედურ ზონაში - 108 ლარით, ხოლო პერიფერიულ ზონაში ოთხი ქვეზონის შესაბამისად 20, 35, 43 და 61 ლარით განისაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე