მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველო, თბილისი - 18:52 | 26.05.2022 ნანახია: 627
მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. 26 მაისთან დაკავშირებით, მისალოც წერილებს იღებენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.
ჯო ბაიდენის წერილში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე.
დამოუკიდებლობის დღისა მილოცვის წერილი გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
"ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ღირებულება. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, იღწვოდეს ევროატლანტიკური მომავლისთვის. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერს ენტონი ბლინკენი.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა: თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში", - წერს ერდოღანი.
უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
საქარველოს დამოუკიდებლოს დღე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს მიულოცეს საფრანგეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ილჰამ ალიევმა.
ემანუელ მაკრონი საქართველოს მოსახლეობას ბედნიერებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს.
"მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მოხარული ვარ ამით და გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი უკვე სამაგალითო თანამშრომლობა "ამილახვარის" სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის თებერვალში გავხსენით", - აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
ილჰამ ალიევი წერს, რომ აზერბაიჯანულ-ქართული კავშირები აგებულია ძლიერ საფუძვლებზე, როგორიცაა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლობა და ურთიერთდახმარება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხების ნების ასახვით, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და პროდუქტიული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში წარმატებით გაგრძელდება და წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობასა და რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში", - წერს ალიევი.
საქართველოს დამოუკიდებლოს დღე მიულოცეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ და პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.
ნიკოლ ფაშინიანი მისალოც წერილშ იმედს გამოთქვამს, რომ კვლავ გაგრძელდება ორმხრივად მომგებიანი მიღწევებით ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ და არსებული რეგიონული გამოწვევების დასაძლევად.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
"უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ კონტექსტში, საქართველოს სტაბილურობა და მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - გადამწყვეტი", - აღნიშნულია მისალოც წერილში.
საქართველოს დამოუკიდებლოს დღეს ასევე ულოცავენ ბულგარეთის პრემეირ-მინისტრი კირილ პეტკოვი, ლიეტუვის პრემიე-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი.
კირილ პეტკოვი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან.
"ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ბულგარეთის მთავრობის მზადყოფნა, შემდგომშიც ითანამშრომლოს თქვენთან თქვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალობად ქცევის გზაზე", - წერს კირილ პეტკოვი.
ინგრიდა შიმონიტე მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა, მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.
"ჩემი ქვეყანა რჩება მოწოდებული გააგრძელოს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოებაში წვლილის შეტანა, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და თავისუფლებების საფუძველზე. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ასევე საქართველოს მოსახლეობას უგზავნის კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს“, - ნათქვამია წერილში.
საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა.
"ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია. ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება. ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობის ფარგლებში, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ურთიერთობებს, მეგობრობას ჩინეთსა და საქართველოს შორის და მომავალში მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს", – აღნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ბულგარეთისა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მისალოც მიმართვებს უგზავნიან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ, მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშროლობა აკავშირებთ, რომელიც მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის განხილვას, ასევე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - წერს პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მისალოც წერილში.
თავის მიმართვაში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი წერს, რომ საბერძნეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებულია ყველა მიმართულებით.
"საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს," - წერს ნიკოს დენდიასი.
"გულთბილი მილოცვა ლატვიისგან საქართველოს, რომელიც დღეს დამოუკიდებლობას აღნიშნავს," - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი, ქართველ კოლეგას, სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით ულოცავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მისალოც წერილს უგზავნის ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ტეოდორა გენჩოვსკაც. თავის მიმართვაში იგი აღნიშნავს, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ურთიერთობას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის, ყოველთვის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით ვითარდებოდა.
ბულგარელი კოლეგა დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას.
ილია დარჩიაშვილს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ამირ აბდოლაჰიანიც.
პოლიტიკა
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
- გასაკვირი არაა ის ორმაგი სტანდარტები, რასაც ბოლო წლებში ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ვხედავთ - კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშზე
- დიღომში, მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად, 25 წლის კაცი დაიღუპა
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- პუტინი თუ უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკრაინას, რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმებისთვის Tomahawk-ები უნდა გადაეცეს - ლინდსი გრემი
- უკრაინამ რუსეთში, ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომს დაარტყა, დაზიანდა სუ-30 და სუ-27 ტიპის გამანადგურებლები [ვიდეო]
- მოსკოვში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, დაიღუპა რუსეთის გენშტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა
- უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















