ისტორიულ-კულტურული ტური მაჭახელაში და ბათუმი-მირვეთი ველო-ტური: მალე ორი ტურისტული მარშრუტი ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 14:34 | 20.02.2016
ნანახია: 1973

ისტორიულ-კულტურული ტური მაჭახელაში და ბათუმი-მირვეთი ველო-ტური ამ ორი ტურისტული მარშრუტის განვითარებაზე ხელვაჩაურში მუშაობა მალე დაიწყება.

აღნიშნული მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მამუკა ბერძენიშვილს და აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორს თინათინ ზოიძეს შეხვდა.

ორივე ტურისტული მარშრუტის მოწესრიგების მიზანს მაჭახლის ხეობაში ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას წარმოადგენს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზე და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ისაუბრეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე