მიხეილ ჯანელიძემ თურქ კოლეგას საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 15:41 | 17.02.2016 ნანახია: 1850
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ეწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ თურქ კოლეგას საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, სადაც შედგა შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციათა გაფართოებულ ფორმატში.
მიხეილ ჯანელიძემ და მევლუთ ჩავუშოღლუმ განიხილეს საქართველო-თურქეთის ურთიერთობათა ფართო სპექტრი და აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პრემიერ-მინისტრების დონეზე მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრის უახლოეს პერიოდში გამართვის თაობაზე.
შეხვედრისას მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების წარმატებით რეალიზაციისაკენ. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ახლო მომავალში ამოქმედების მნიშვნელობა და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაცია.
„აღსანიშნავია ჩვენი მჭიდრო ურთიერთქმედება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციის პროცესში. ასევე, მნიშვნელოვნად გვესახება თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ჩვენს პარტნიორებთან ცენტრალურ აზიაში, კასპიის ენერგორესურსების დამატებითი მოცულობების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.
ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით, ცხადია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელ ფუნქციონირებას"-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ამ სფეროში არსებობს ურთიერთობათა გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ დავითოღლუს განცხადებით თურქეთი დაინტერესებულია საქართველოდან ექსპორტის გაზრდით. „ჩვენ სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება და განვითარება გვსურს. გვინდა რომ გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქეთში და მზად ვართ ამისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ საქართველოს"- განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმღვანელმა.
თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხში აქტიური მხარდაჭერისათვის.
შეხვედრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენს გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. აღინიშნა, რომ არსებული კონფლიქტები უნდა დარეგულირდეს მშვიდობიანად, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის შემდგომ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















