ბათუმში დღეს საქართველო-ყაზახეთს შორის სატრანსპორტო-სატრანზიტო საკითხებზე მოლაპარაკებები გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:26 | 16.02.2016
ნანახია: 1519

 

საქართველოს ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ეწვევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში ვიზიტით ჩამოდის ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ბაკიტჟან საგინტაევი, რომელსაც ბათუმში, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, უმასპინძლებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

დღისწესრიგის მიხედვით, ბაკიტჟან საგინტაევი, 17.15 საათზე სარფის  საბაჟო-გამშვებ პუნქტს დათვალიერებს, ხოლო შემდგომ დაგეგმილია ბათუმის ნავთობტერმინალის დათვალიერება.

19.45 საათზე სასტუმრო „ჰილტონში“ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო-სატრანზიტო საკითხებზე ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყება. აღნიშნულ შეხვედრას დიმიტრი ქუმსიშვილი, ბაკიტჟან საგინტაევი, არჩილ ხაბაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე