„ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, უკვე შევასრულეთ“ - პრემიერმა მიუნხენში ვიზიტი შეაჯამა
საქართველო, თბილისი - 16:12 | 14.02.2016 ნანახია: 1892
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში ვიზიტი შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ტრიბუნა მსოფლიო ლიდერებისთვის ქვეყნის დღის წესრიგის გასაცნობად გამოიყენა.
"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის პლატფორმა, სადაც ქვეყნების ლიდერები ხვდებიან, საუბრობენ უსაფრთხოების სიტუაციაზე და არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ქვეყნის დღის წესრიგი, თუ საით მივდივართ ჩვენ, რა გეგმები გვაქვს და რა პრობლემები გვაქვს, ინფორმაცია წარმოვადგინოთ საერთაშორისო პლატფორმაზე,"- აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, რომელთაც საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. გამოითქვა საქართველოს ხელისუფლებისადმი სრული მხარდაჭერა.
"იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველას მხრიდან, ვისაც კი ჩვენ შევხვდით. გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ამ სივრცეში მოძრაობს ბევრი ლიდერი და გვქონდა სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრები. ყველა მხრიდან იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა. ძალიან დადებითად აღიქვამენ ჩვენი მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და გამოთქვეს სურვილი, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ. ასევე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ ეს პლატფორმა იმისთვის, რომ წარმოგვეჩინა საქართველოს უსაფრთხოების კუთხით ჩვენი პრობლემები ოკუპაციასთან მიმართებაში,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს მონაწილეობას კონფერენციის თემატურ პანელზე, სადაც წარმოდგენილი იყო ბალკანეთის ოთხი ქვეყანა, რომელთაგან ორი ევროკავშირის წევრია. მისივე თქმით, პანელის მოდერატორი იყო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი და "თვითონ ფაქტი, რომ საქართველოს უკვე განიხილავენ ამ ქვეყნების რიგში, არის ძალიან დადებითი."
მიუნხენის ვიზიტის შეფასებისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატების შესრულებას, რაც მისი გამოსვლის მთავარი თემა იყო.
"ჩვენ ძალიან გვჭირდება ახლა საზოგადოების კონსოლიდაცია ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგს გარშემო. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ყველაზე მოკლევადიანი მიღწევა, რაც ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს არის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ უკვე შევასრულეთ. დადებითი ტექნიკური დასკვნა უკვე არსებობს და აქ უკვე საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაცია. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი განცხადება პანელზე, რომ არავითარ შემთხვევაში ეს საკითხი არ იყოს ასოცირებული მიგრანტების პრობლემასთან და სხვადასხვა უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციასთან, რომელიც დღეს რეგიონში გვაქვს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ჩვენი მხარდამჭერების კონსოლიდაცია იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი დაიდოს ამ კუთხით,"- აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდასთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხებს და ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ეთიკური წმენდის, სამხედრო ტყვეების წამების და სხვა დანაშაულებათა გამოძიების აუცილებლობის საკითხი.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















