დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს ინტერნეტში მართვის მოწმობის შეძენას სთავაზობდა
საქართველო, თბილისი - 11:57 | 28.12.2021 ნანახია: 477
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეებს ინტერნეტში მართვის მოწმობის შეძენას სთავაზობდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს. მას ბრალად ედება თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია Telegram-ში შექმნა არხი (ჯგუფი), სახელწოდებით – MODGOVGE INFO. იგი თავადვე უწევდა ადმინისტრირებას აღნიშნულ არხს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. ზ.კ. დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთ-ერთი უცხოური ელექტრონული საფულის და ქართული ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე ვითომდა მომსახურების საფასურს – გარკვეულ თანხებს არიცხვინებდა და მათ კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, თუმცა მართვის მოწმობებს არ უმზადებდა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პოლიტიკა
- საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა - სალომე ზურაბიშვილი
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
მსოფლიო
- შარმ ელ-შეიხში აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება