მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი - პენიტენციური სამსახური

საქართველო, თბილისი - 19:01 | 08.11.2021
ნანახია: 401

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია  გადაყვანილი - განცხადებას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით" - ნათქვამია განცხადებაში.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე