საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 18.10.2021
ნანახია: 683

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 510-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 479 პირს დაუდასტურდა, 2 374 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე