Covid-19-ის თავდაპირველმა წარმატებამ საქართველოს, შესაძლოა, გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს - ADB
საქართველო, თბილისი - 12:27 | 19.06.2020 ნანახია: 1203
ეკონომიკური აქტივობების ეტაპობრივი გახსნის პროცესში საქართველოს უნიკალური საშუალება ეძლევა ეკონომიკური ზრდის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური იქნება, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი წერს.
ADB-ის წარმომადგენელი აზიის განვითარების ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ხაზს უსვამს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის რეაგირება იყო აღსანიშნავად კარგი და საქართველოს მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
„მსხვილი რეგიონული სავაჭრო და საერთაშორისო ტურისტული ცენტრის რანგში საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადი გახდა ახალი კორონავირუსისადმი, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანამ საოცრად კარგად მოახდინა პანდემიაზე რეაგირება და მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. საქართველოს დაუფასდა გახსნილობისა და ჯეროვანი მმართველობისადმი ნაკისრი მრავალწლიანი ვალდებულება. სხვა ქვეყნებთან შედარებით ვირუსის გავრცელების შეკავებაში მიღწეული წარმატება ადრეული ქმედებებისა და ქმედითი აღსრულების დამსახურებაა. საქართველოში პირველივე შემთხვევების გამოვლენისთანავე დაწესდა სამედიცინო შემოწმება მოგზაურებისთვის, ისევე როგორც გადაადგილების შეზღუდვები. ეროვნულმა ბანკმა სწრაფად შეარბილა რეგულაციები და წარმატებით დაასტაბილურა გაცვლითი კურსი, მაშინ როდესაც კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს კრედიტების გრაფიკით დაფარვა გადაუვადეს,“ - წერს შეინ როზენტალი.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი აღნიშნავს, რომ პანდემიაზე რეაგირება მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად 8 %-იან ფისკალურ დანაკლისს გამოიწვევს, მაგრამ საქართველოს ფისკალური და სავალუტო ბუფერები აქვს შექმნილი ეკონომიკური შოკების გადასალახად. როგორც როზენტალი წერს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს კომპეტენციისა და ძლიერი მმართველობის რეპუტაცია გააჩნიათ.
„ადრინდელი გამოწვევებიდან - მათ შორის გლობალური ფინანსური კრიზისიდან და 2008 წელს რუსეთთან დაძაბულობიდან - საქართველომ შესძლო დასკვნების გამოტანა ოჯახების, უმუშევართა და ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ,“ - ნათქვამია ბლოგში.
აგრეთვე, ADB-ის წარმომადგენელი წერს, რომ საქართველოსადმი ნდობამ განაპირობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარების პაკეტების სწრაფი შემუშავება, პადემიასთან გამკლავებისა და მასზე რეაგირების მხარდასაჭერად.
„საქართველოსადმი ნდობამ განაპირობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარების პაკეტების სწრაფი შემუშავება, პადემიასთან გამკლავების და მასზე რეაგირების მხარდასაჭერად, რაც მოიცავს 100 მლნ აშშ დოლარის სესხს აზიის განვითარების ბანკისგან. ეს ფინანსური რესურსი მთავრობას პანდემიის შეკავების ყოვლისმომცველი პროგრამის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის საარსებო პირობების უზრუნველყოფისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის დაფინანსებაში დაეხმარება,“- წერს შეინ როზენტალი.
მისივე თქმით, მთავრობა ცდილობს, დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.
„მთავრობას სურს, დახმარება იმ ადამიანებამდე მივიდეს, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ და კვლევის საფუძველზე ავლენს შესაბამის კატეგორიებს, რომლებსაც როგორც თანხით, ისე ნატურით ეხმარება. საპენსიო სისტემის გამოყენებით, 70 წელს ზემოთ ასაკში მყოფი ადამიანები გაზრდილ პენსიებს მიიღებენ. აზიის განვითარების ბანკი და განვითარებაზე ორიენტირებული სხვა საერთაშორისო პარტნიორები ქვეყნის ხელისუფლებასთან მუშაობენ ამ მექანიზმების გასაძლიერებლად, რათა მოწყვლადი ჯგუფები დაცულნი იყვნენ სამომავლო ეკონომიკური დაღმასვლისას სიღარიბისგან,“- აღნიშნულია ბლოგში.
შეინ როზენტალი, აგრეთვე, წერს, რომ ყოველივე ეს საქართველოს უქმნის ძლიერ პლატფორმას და ახალ შესაძლებლობებს მეტი მედეგობისა და ინკლუზიურობისთვის. ADB-ის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საკუთარ ბლოგში ეკონომიკის ხელახალი ფორმირების ხელშემწყობ ხუთ გზას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებებით, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით.
პოლიტიკა
- საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა - სალომე ზურაბიშვილი
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
მსოფლიო
- შარმ ელ-შეიხში აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება