გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო!
საქართველო, თბილისი - 13:00 | 21.12.2015 ნანახია: 1966
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა:
„გილოცავთ ეროვნული გვარდიის 25 წლის იუბილეს, თქვენი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში განუზომელია!
პატივს მივაგებ იმ თანამებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის სამსახურს შეწირეს.
მადლობას გიხდით თქვენ, რადგან დღესაც, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას იცავთ და ემსახურებით.
25 წლის წინ დაარსდა ქართული გვარდია, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მაშინ, როდესაც საქართველო იქმნებოდა, როგორც თანამედროვე, ახალი სახელმწიფო; როდესაც საბჭოთაკავშირიდან გამოსვლის პროცესში, ჩვენ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მაშინ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იდექით უმნიშვნელოვანეს სადარაჯოზე, რომ შექმნილიყოდამოუკიდებელი საქართველო.
მომავალ 2016 წელს ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს - ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობას! ვიზეიმებთ იმ დამოუკიდებლობას, რომელიც ჩვენმა თაობამ ერთად მოვიპოვეთ.
2016 წელს ჩვენ დავინახავთ ახალ მიზნებს; მიზნებს, რომლებიც საქართველოს ახალ მომენტებს და წინაპირობას უქმნის.
ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო!
დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და განვამტკიცეთ, მაგრამ ახლა უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას.
თავისუფალი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე არ დგას ოკუპანტის ჯარი!
თავისუფალია ქვეყანა, რომელიც ქმნის თავის სახელმწიფოებრიობას ინდივიდის ირგვლივ! თავისუფალია ქვეყანა, რომელშიც კანონი უზენაესია ყველასთვის! თავისუფალია ქვეყანა, რომელსაც შეუძლიასაკუთარი ისტორიული არჩევანი ცხოვრებაში განახორციელოს! სწორედ ამ თავისუფლებისთვის გადავდგამთ ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს!
ჩვენ დამოუკიდებლობიდან მივაღწევთ თავისუფლებას!
გამომდინარე აქედან, როდესაც ვუყურებთ ჩვენს წინაშე არსებულ მიზნებს, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ეს მიზნები ჩვენი ევროპული არჩევანის იდენტურია; იდენტურია, ჩვენი საზოგადოების ისეგანვითარებისა, როგორც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ დაგეგმილი და, რისთვისაც თქვენმა თანამებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.
აქედან გამომდინარე, 2016 წელს, საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად ვაცხადებ, იმიტომ რომ ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც ჩვენ ერთად გვაქვს მისაღწევი, სწორედ ამ წელსგანმტკიცდება და წინ გადაიდგმება ნაბიჯები.
ჩვენ ამ ნაბიჯებს მთელი საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და, რა თქმა უნდა, ქართული ჯარი და ქართული არმია გადავდგამთ ერთად! ამ მიზნებს ჩვენ განვახორციელებთ ერთად!
მე იმედი მაქვს, რომ ის ძალა, რომელიც თქვენ შექმენით და ის მსახურება, რომელიც სამშობლოსადმი გასწიეთ, კიდევ უფრო მტკიცედ გადავდგამთ ამ ნაბიჯებს მომავალ წელსაც.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს! გილოცავთ მომავალ თარიღს საქართველოს ახალი სახელმწიფოს 25 წლისთავის აღდგენისა! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!"-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა
ღონისძიებაზე ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადისგენერალი ლევან გამყრელიძე. ეროვნული გვარდიის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.
პოლიტიკა
- გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
- ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
- ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საზოგადოება
- „თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
სამართალი
- "რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
- სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია - კაია კალასი
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















