საქართველოს პრეზიდენტს ბიზნესმენებმა ვეტოს მოთხოვნით მიმართეს
საქართველო, თბილისი - 15:15 | 18.12.2015 ნანახია: 1877
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს ბიზნესმენებს შეხვდა, რომლებიც პარლამენტის მიერ ე.წ „საპოლიციო გამოსახლების" ინსტიტუტის გაუქმების შესახებმიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადებას ითხოვენ.
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით ქვეყანაში არსებულმა ბიზნესასოციაციებმა საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართეს. შეხვედრა ბიზნესმენთაასოციაციის და საქართველოს ბანკების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.
„ბიზნესმენებს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით შევხვდი. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, მათი არგუმენტები „საპოლიციო გამოსახლებასთან" დაკავშირებულ ცვლილებებზე ვეტოს დადებისმოთხოვნასთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოსული არ არის, შესაბამისად ამ ეტაპზე ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ არსებულ ვითარებას.
ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა მოხდეს ბიზნესმენებთან, მას შემდეგ რაც კანონპროექტი პრეზიდენტთან გადმოიგზავნება.
თემას ბიზნესმენებთან ერთად ვსწავლობთ, რის შემდეგაც პრეზიდენტიშესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს", -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ.
ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საკითხი თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, ასევე, ბიზნესგარემოს სტაბილურობისათვის, თითოეული მოქალაქის, თუ იურიდიუული პირისათვის თავიანთი საკუთრების უფლების რეალიზაციის პროცესში. „საპოლიციო გამოსახლებასთან" დაკავშირებულ ცვლილებების ამოქმედება საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე ტოვებს ქვეყნის მოქალაქეებს, წარმოშობს პრობლემებს საბანკო სექტორში, ნეგატიურეად აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე და ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს ექსპორტის განვითარებისასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
- ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
- ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საზოგადოება
- „თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
სამართალი
- "რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
- სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია - კაია კალასი
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















