ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა
საქართველო, თბილისი - 17:10 | 02.12.2015 ნანახია: 2204
დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის სისტემის წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა, მთავარი პროკურორის მოადგილეები, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების, სამმართველოების ხელმძღვანელები, საოლქო პროკურორები, რაიონული პროკურორები, და მათი მოადგილეები, საგამოძიებო ნაწილის და განყოფილების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, პროკურორები და საპროკურორო საბჭოს ყველა წევრი ესწრებოდა.
მთავარმა პროკურორმა პროკურატურის განვითარების ხედვებზე, სამომავლო გეგმებზე, მათი განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა და თანამშრომლებს პროკურატურის განვითარების საკუთარი პროგრამა გააცნო, ასევე ამცნო რომ მუშაობა დაწყებულია და უახლოეს მომავალში შემუშავდება პროკურატურის განვითარების 6 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაშიც თითოეული პროკურორი ჩაერთვება. როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს და ეფექტური გახდეს უწყების საქმიანობა დანაშაულთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების და პროკურატურის იმიჯის გაძლიერების მიმართულებით. განისაზღვრა პრიორიტეტები, რაც პროკურატურის რეფორმირების და დამოუკიდებლობის გაძლიერებას, სამართლიანობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად გაძლიერებას, დაჩქარებას და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს.
შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანაშაულის გამოძიების კუთხით არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება, პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით მუშაობა, საზოგადოებასთან დაახლოების კუთხით ღია კარის დღეების დანერგვა, დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის გაძლიერება და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება უწყებისთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავარმა პროკურორმა ასევე, ყურადღება გაამახვილა პროკურორების და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების, მათი დამოუკიდებლობის, სტაბილურობის და უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი საქართველოს პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომლის ფარგლებშიც მოხდება გამომძიებლების და პროკურორების საქმიანობის ობიექტურად შეფასება, მათი დაწინაურების და წახალისების, ასევე გადაცდომის შემთხვევაში დისციპლინური ზომების გატარების საკითხების კოლეგიურად გადაწყვეტა.
გამომძიებლების და პროკურორების მუშაობის ეფექტურობა და ხარისხის შეფასება ასევე ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება, რომლის დანერგვაც საქართველოს პროკურატურაში უახლოეს მომავალში იგეგმება. თუმცა გამომძიებლების და პროკურორების შეფასებისას მხოლოდ აღნიშნული ელექტრონული სისტემის მონაცემები არ იქნება განმსაზღვრელი, შეფასებისას სხვა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებაც მოხდება, რომლის განსაზღვრა მხოლოდ სტატისტიკით შეუძლებელია, როგორიცაა საქმის სირთულე, რეზონანსულობა და ა.შ.
შეხვედრაზე პროკურატურის თანამშრომლებს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემაც მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი პროკურატურა მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პროკურატურაა, რაც პროკურატურის თანამშრომლების პროფესიული განვითარების თანამედროვე და უწყვეტი სისტემის შექმნით მიიღწევა. მისი თქმით თითოეული პროკურორი დამოუკიდებელი ფიგურაა, მისი ქცევით და ქმედებებით ფორმირდება სამართლებრივი აზრი პროკურატურის შესახებ და პროკურატურის იმიჯზე ზრუნვა ყველა მათგანის ვალდებულებაა.
გაფართოებულ შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა და მოადგილეებმა თანამშრომლებს მოუწოდეს რომ პროკურატურის განვითარების 6 წლიანი პროგრამის შემუშავებაში და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















