აჭარის საინვესტიციო პორთფელში თანხობრივად ტურიზმის სექტორში განხორციელებული ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორს სჭარბობს
საქართველო, თბილისი - 10:56 | 20.11.2015 ნანახია: 2393
აჭარის საინვესტიციო პორთფელში თანხობრივად ტურიზმის სექტორში განხორციელებული ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორს სჭარბობს. აღნიშნულს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ბახტაძე რეგიონში ჰესების მშენებლობით ხსნის.
„2015 წლის 9 თვის მონაცემებით ტურიზმის სექტორის ინვესტიციების მთლიან ინვესტიციებში პროცენტული ცვლილება გამოწვეულია აჭარის რეგიონში ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების აქტიურ განხორიელებასთან. როგორც მოგეხსენებათ აჭარის რეგიონში ხორციელდება მცირე და საშუალო ზომის ჰესების მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წელს შესულია აქტიურ ფაზაში. გამომდინარე აქედან ინვესტიციების უმეტესი წილი მოდის ენერგეტიკის სექტორზე, რამაც შეამცირა ტურიზმის სექტორის წილი მთლიან ინვესტციებში პროცენტულად, თუმცა თანხობრივად ინვესტიციების მოცულობა ტურიზმის სექტორში არ შემცირებულა, პირიქით ადგილი აქვს მის ზრდას“, განმარტავს ეკატერინე ბახტაძე.
ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი დარწმუნებულია, რომ 2016 წელს და შემდგომ წლებში ტურიზმის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში გაიზრდება, რადგან რეგიონში დაგეგმილია და ხორციელედება მნიშივნელოვანი ტურისტული ობიექტების მშენებლობა, ხოლო ინვესტიციების მთავარი დარგი ენერგეტიკის სექტორში დაიწყებს კლებას, ვინაიდან შემდგომ წლებში დაგეგმილია ჰესების მშენებლობის დასრულება.
„2015 წელს პრივატიზაციის შედეგად ტურიზმის სექტორს შეემატება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთა მშენებლობა მსხვილ ინვესტიციებს უკავშირდება:
- შპს,, ალიანსის" მიერ 100 ნომრიანი სასტუმორს მშენებლობა, აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 30 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება;
- სს „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მიერ არანაკლებ 200 ნომრიანი სასტუმროსა და სამორინეს მშენებლობა, ახალი პროექტის მიხედვით განხორციელდება 20 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია;
- შპს „ეიერ-მერიდიანსის“ მიერ არანაკლებ 220 ნომრიანი სასტუმროს, არანაკლებ 600 აპარტამენტის, სამორინეს, საკონფერენციო დარბაზის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტების მშენებლობა, არანაკლებ 13 000 კვ.მ-ზე მიწის ნაკვეთზე სარეკრიაციო ზონის და ავტოსადგომის მოწყობა. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება;
- შპს „DAR BUILDING“ მიერ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (სასტუმრო - არანაკლებ 80 (ოთხმოცი) ნომერი, საცხოვრებელი აპარტამენტების მშენებლობა, ჯამში ორი პროექტის განხორციელება მოხდება. სულ განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 22 000 000 აშშ. დოლარია;
- შპს ,,სახლი ხეივანში"-ის მიერ არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს, საზოგადოებრივი კვების ობიექტის და გასართობი ცენტრის მშენებლობა აღნიშნულ პროექტში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 9 000 000 აშშ. დოლარის ინვესტიციის განხორციელება;
- სს,,ია-ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში" მიერ აშენდება 100 ნომრიანი სასტუმრო, აპარტამენტები, კაზინო, კომერციული ფართები, პარკინგი და სარეკრიაციო ზონა (სკვერი, პარკი)). აღნიშნულ პროექტში მოხდება არანაკლებ 9 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.
- შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ არანაკლებ 150 ნომრიანი სასტუმროს, ავტოსადგომის, ღია და დახურული აუზების, კვების ობიექტების, გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა. აღნიშნულ პროექტში მოხდება არანაკლებ 30 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
ზემოაღნიშნული მსხვილი პროექტების გარდა არის სხვა ტურისტული პროექტებიც, რომლებიც ასევე უზრუნველყოფენ სამომავლოდ ინვესტიციების ზრდას ტურიზმის სექტორში“, აცხადებს ეკატერინე ბახტაძე.
მისივე განმარტებით, ბოლო 4 წლის მონაცემებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კერძო სექტორის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ტურიზმის სექტორს, რომელზეც მოდის განხორციელებული ინვესტიციების 35-45 %. 2015 წლის 9 თვის მონაცემებით ამ დარგში განხორციელებულ იქნა 90,5 მლნ. აშშ დოლარი, რაც 10%-ით აღემატება 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს, 58,3 %-ით 2013 წლის, ხოლო 93 % -ით 2012 წლის 9 თვის განმავლობაში ტურიზმის სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებს.
რაც შეეხება ტურიზმის დარგში გახორციელებული ინვესტიციების წილს მთლიან ინვესტიციებში იგი შემდეგნარად გამოიყურება:
2012 წლის 9 თვე - 41 %; - 46,9 მლნ. აშშ დოლარი
2013 წლის 9 თვე - 40 %; - 58,3 მლნ. აშშ დოლარი
2014 წლის 9 თვე - 45 %; - 82,5 მლნ. აშშ დოლარი
2015 წლის 9 თვე - 35 %. – 90,5 მლნ. აშშ დოლარი
შეგახსენებთ, რომ აჭარაში კერძო პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 42%-ითა გაზრდილი. 2015 წლის 9 თვეში რეგიონში ინვესტიციების მოცულობამ 259,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76.5 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 42%-ითა გაზრდილი.
2014 წლის იანვარ-სექტემბერში აჭარაში განხორციელებული ინვესტიციები 183,4 მლნ დოლარით განისაზღვრა.
მიმდინარე წელს რეგიონში განხორციელებული ინვესტიციების, ყველაზე მეტი 39 %-ი ენერგეტიკაზე მოდის. ტურიზმს რეგიონში განხორციელებული ინვესტიციების 35 %-ი უკავია, ხოლო მშენებლობის დარგი მიმდინარე წელს ინვესტიციების 19 %-ს დასჯერდა. სოფლის მეურნეობა და მრეწველობა მთლიან ინვესტიციებში თანაბრად 1-1 %-ს ინარჩუნებენ. სხვა დარგებზე კი მთლიანი ინვესტიციების 5 %-ი მოდის.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 9 თვეში აჭარაში განხორციელებული ინვესტიციები 125.2 %-ით (144.5 აშშ დოლარით) მეტია 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით და ასევე 76.9 %-ით (113 აშშ დოლარით) მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















