(ფოტოები 18+) სექსუალურობის ტაბუ თბილისში იხსნება
საქართველო, თბილისი - 11:45 | 05.12.2017 ნანახია: 19627
postpravdamagazine.com თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს:
,,უფრო და უფრო ხშირად ხდება შესამჩნევი ის კულტურული ძვრები, რომლებიც თბილისში განხორციელდა ბოლო 10 წელიწადში. ყველა ასოციაცია ყოფილ საბჭოთა კავშირთან, წარსულს ჩაბარდა, მათ შორის ისიც, როცა შავებში გამოწყობილი კაცები არ იცინოდნენ. სააკაშვილის ყველაზე დიდი ოცნებები ახდა და დახვეწილობისა და ეგზოტიკის ჰიბრიდმა - თბილისმა მიაღწია გემოვნების მაღალ საფეხურს. თქვენ აღარ უნდა გეშინოდეთ ქრთამებისა და სროლებში მოყოლის. ტურისტები ჩამოდიან თბილისში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ უყვართ ეს ადგილი. იგი ერთ-ერთი ხელუხლებელი ადგილია ევროპაში. არსებობს ახალი თბილისი, რომელიც დინამიურია, ავანგარდული კულტურის მატარებელი. ჟურნალისტებისთვის არსებობს პირველი კლასის საცხოვრებლები, რომლებიც აღტაცებულები დარჩნენ იმით, რომ თბილისი არ გვევლინება რომელიღაც საბჭოთა ჭაობად, ქალაქი, როგორც იქნა, „ევროპული“ გახდა.
თბილისში ძვრები სექსის მიმართ დამოკიდებულების მხრივაც მოხდა. ეს არ არის იმდენად სექსუალური რევოლუცია, რამდენადაც პროცესი იმისა, რომ სირცხვილის გრძნობა, რომელიც თან ახლდა სექსს, ნელ-ნელა ქრება ქალაქში. ეჭვგარეშეა, რომ უკვე დიდი ხანია არსებობს ისეთი გავლენიანი დაჯგუფებები, როგორიც ეკლესია და სახელმწიფოა, რომლებიც ცდილობდნენ მოეკლათ ქართული სექსუალობა. სწორედ ასე, შოვინიზმმა ფესვები გაიდგა განათლების სისტემასა და საერთო ყოფაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს რეპუტაცია, რომელიც ამ ცარიელი სექსუალობით გვევლინება, „კარგ“ ნინოსა და ჰომოფობ გიორგის არასდროს მოუყოლიათ სრულად.
თბილისი ყოველთვის იყო კონტრკულტურის იმედი,რომელიც უპირისპირდებოდა ამ სექსუალურ ნორმებს. მან ჩაატარა პირველად საბჭოთა როკ-ფესტივალი, ის ყოველთვის იყო ძლიერი ლიტერატურული საზოგადოებების სახლი. თბილისი არასდროს იყო პროვინციული ქალაქი, არამედ, ის კოსმოპოლიტური და დინამიური გახლდათ, მოსკოვთან, სანკტ-პეტერბურგთან, კიევთან შედარებითაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ თბილისში დაიწყო პროცესი სექსუალურობის და თავისუფლების მიმართ სირცხვილის მოხსნისა.
მიუხედავად იმისა, რომ არ არის ზუსტი ემპირიული მტკიცებულებები ამ სექსუალური გამოღვიძებისა, სექსუალურობის როლი ქართულ საზოგადოებაში თვალსაჩინოდ გაიზარდა. ბარიერების მოხსნის დამსახურებით, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს თბილისის კულტურაში. თბილისის, როგორც კონტრკულტურის ცენტრის გაზრდაში განსაკუთრებული როლი ითამაშა კლუბმა - "ბასიანი". ამ კლუბმა დასავლურ მედიაში მასობრივი შექება დაიმსახურა. ახლა ბევრმა იცის, რომ კლუბი უსაფრთხო ადგილია ყველასთვის, ვისაც ღიად უნდა გამოხატვა საკუთარი სექსუალურობისა.
პირველად "ბასიანმა"დაიწყო ყოველთვიური საღამოს გამართვა ღამით, სახელწოდებით "ჰორუმი", რომელიც ქართულად სიტყვათა შესანიშნავი თამაშით "საბრძოლო ცეკვასაც" ნიშნავს. მისი ორგანიზატორები არიან ადამიანები, ვისაც 2013 წელს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თავს დაესხნენ. ეს ღია გამოწვევაა სიძულვილის წინააღმდეგ, რომელიც წვერიანმა ჰომოფობმა მამაკაცებმა მაშინ გამოავლინეს.
სექსუალურობა მოდის სცენასაც იკავებს, რაც სხვადასხვა ქართველი დიზაინერის სამოსში გამოვლინდება. სწორედ ეს გახდა ფოტოგრაფ ომარ გოგიჩაიშვილისათვის შთაგონების წყარო. ფოტოგრაფი დიდი ხნის მანძილზე მხარს უჭერდა თბილისის კონტრკულტურას, რეგულარულად სტუმრობდა "კანუდოსს," ამჟამად, ის თავისი ფოტოებს დიდ ნაწილს "ბასიანში"იღებს.
გოგიჩაიშვილის ფოტოები იმ თბილისის დემონსტრაციაა, რომელიც ზრდილობიანი,მოსიყვარულე და დარწმუნებულია საკუთარ თავში. ის ასეთ ადგილებს პოულობს კლუბებში, ბინებსა და ბარებში,სადაც სექსუალურობა მთელი სიმძაფრითაა წარმოდგენილი. იღებს ყველას - ქალებს, ლგბტ თემის წარმომადგენლებს თუ სხვა სექსუალურ უმცირესობებს. ფოტოგრაფის ნამუშევრებში ჩანს, რომ სექსუალურობის ტაბუ თბილისში იხსნება, ადამიანებს სურთ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან - მათ სურთ სექსით დაკავება. ადამიანები რეპრესიულ სექსუალურ ნორმებს აღარ ემორჩილებიან.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ სექსუალურმა თავისუფლებამ მისაღებ ზღვარს მიაღწია ყველასათვის, ვისაც ეს სურს. ლგბტ თემის წარმომადგენლები თუ ქალები, ხშირად განიცდიან ძალადობას, როცა ისინი საჯაროდ ახდენენ სექსუალური სურვილების დემონსტრაციას ან იმის წარმოჩენას, თუ როგორებიც არიან სინამდვილეში. ხდება მკვლელობებიც. ეს თემა ჯერ კიდევ რჩება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად.
თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება. ფოტოგრაფი გოგიჩაიშვილი ამტკიცებს, რომ რამდენიმე წლის წინ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი "ტვინს გვი**ნავდა", საბოლოო შედეგად კი ისინი "ჩვენს პენისებს **ვენ"...
მასალაში გამოყენებულია ომარ გოგიჩაიშვილის ფოტოები.
პოლიტიკა
- მივიღეთ BBC-ის პასუხი, ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას, პროცედურებს მივყვებით, მწარე მარცხს ნახავთ - შალვა პაპუაშვილი
- განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ურთიერთობების წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
- ქართული და ბრიტანული კანონმდებლობა განსხვავდება, ბრიტანეთში დაგეგმილი ცვლილებები ულტრამემარჯვენე ძალებს ეხება, რომლებიც შესაძლოა, ფინანსდებოდნენ რუსული ძალების მიერ - გიგა ფარულავა
- შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს, ასეთი დაპატიჟებები ბევრი გვინახავს, მამუკა ხაზარაძე ამბობდა, ტრამპის ინაუგურაციაზე დამპატიჟესო და ყინვაში დაბორიალობდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
- გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
სამართალი
- პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
მსოფლიო
- უკრაინა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს - ანდრიი სიბიჰა
- მომავალ კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ რუსეთისგან მტკიცე პასუხი არ მიგვიღია, თუმცა “ორეშნიკთან” დაკავშირებით რუსული მანიპულაციები კვლავ გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე იქნება და მისი ნახვის შანსი მექნება - მარკო რუბიო
- ირანთან უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია ძალიან მტკივნეული იქნება - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















