ბრაზილიისა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს შეიცავს - მიხეილ ჯანელიძე
საქართველო, თბილისი - 15:06 | 16.11.2017 ნანახია: 1435
„ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ იყოს მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და ბრაზილიას შორის, რაც უზრუნველყოფს მეტ სტაბილურ განვითარებასა და მშვიდობას. გვინდა შევქმნათ ის ჩარჩო, რომელიც ბიზნესს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალ პროექტების გასავითარებლად.“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალოუსიო ნუნეს ფერეირასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ისაუბრა ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე პოლიტიკური და სექტორალური თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მიმართულებით.
ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მზარდ პოტენციალზე სავაჭრო ურთიერთობებისა და საინვესტიციო სფეროში. ასევე ისაუბრა, მომავალ წელს, ბრაზილიიდან დაგეგმილ სავაჭრო მისიის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მისია ახალ შესაძლებლობების იდენტიფიცირებას მოახდენს.
„ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით. პირველ რიგში, თქვენი ბაზრიდან გამომდინარე და მეორე, საქართველოს შესაბამისი სავაჭრო რეჟიმებით რეგიონში, იმ ინფრასტრუქტურული ინვესტიციებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ვუკავშირდებით რეგიონის და რეგიონის მიღმა ქვეყნებს. საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს ბიზნესის საკეთებლად რეგიონში. ამისთვის, ჩვენ ვახორციელებთ შესაბამის რეფორმებს და გვაქვს შესაბამისი საინვესტიციო გარემო და გვინდა ვიხილოთ უფრო მეტი ბრაზილიური კომპანიები საქართველოში.“ - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა განათლების სფეროში არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რის მაგალითადაცმოიყვანა საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხული ბრაზილიელი სტუდენტები. მინისტრმა ისაუბრა ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობაზე და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ფიტო სანიტარია, სპორტი და კინემატოგრაფია.
„თქვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეთ საქართველოს, მაშინ როდესაც ბრძანდებოდით საქართველოს-ბრაზილიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გასაძლიერებლად და განსამტკიცებლად. თქვენი ვიზიტი არის სწორედ ამ დიდი მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვა, რასაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ვაფასებთ.“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ალოუსიო ნუნეს ფერეირას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისათვის.
პრეს-კონფერენციის დაწყებამდე, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში 15-16 ნოემბერს მიმდინარეობს. ალოუსიო ნუნეს ფერეირა პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
პოლიტიკა
- მივიღეთ BBC-ის პასუხი, ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას, პროცედურებს მივყვებით, მწარე მარცხს ნახავთ - შალვა პაპუაშვილი
- განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ურთიერთობების წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
- ქართული და ბრიტანული კანონმდებლობა განსხვავდება, ბრიტანეთში დაგეგმილი ცვლილებები ულტრამემარჯვენე ძალებს ეხება, რომლებიც შესაძლოა, ფინანსდებოდნენ რუსული ძალების მიერ - გიგა ფარულავა
- შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს, ასეთი დაპატიჟებები ბევრი გვინახავს, მამუკა ხაზარაძე ამბობდა, ტრამპის ინაუგურაციაზე დამპატიჟესო და ყინვაში დაბორიალობდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
- გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
სამართალი
- პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
მსოფლიო
- უკრაინა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს - ანდრიი სიბიჰა
- მომავალ კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ რუსეთისგან მტკიცე პასუხი არ მიგვიღია, თუმცა “ორეშნიკთან” დაკავშირებით რუსული მანიპულაციები კვლავ გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე იქნება და მისი ნახვის შანსი მექნება - მარკო რუბიო
- ირანთან უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია ძალიან მტკივნეული იქნება - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















