დღეს, თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი იხსნება
საქართველო, თბილისი - 10:17 | 27.10.2017 ნანახია: 2163
დღეს, თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი იწყება, რომელიც 27-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ჩვენებების დაწყებამდე საერთაშორისო სტუმრებისთვის დათვალიერება მოეწყობა დიზაინერ მარიამ გვასალიას ახალ მაღაზიაში. კვირეულის ოფიციალურ განრიგს ლაშა ჯოხაძე გახსნის, მას მოყვება MIRO-ს ჩვენება. ხოლო საღამო მსოფლიო ბრენდის Weekend Maxmara იტალიური წვეულებით დასრულდება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში.
2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში. კვირეულის გენერალური სპონსორია TBILISI MALL.
4 დღიანი პროგრამა აერთიანებს 20-ზე მეტ ღონისძიებას. მათ შორისაა ქართველი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, ატელიე 27, tsite by Tamara Tsiteladze, ELENNY და MIA. კვირეულზე რამდენიმე უცხოელი დიზაინერის კოლექცისაც ვიხილავთ: MIRO, ZLATOTSVETA PETROVA, SAYYA, DIANA ARNO და BARABAS.
ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებები: მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა, კვირეულის ოფიციალური პარტნიორის ABSOLUT after party რადისონის სურფეის ბარში, Weekend MaxMara Italian Night რადისონის რესტორანში FILINI, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია კაფე ლინვილში, Martini reception ივერია კაფეში, Flying Painter პრეზენტაცია ფაბრიკაში, Ethere accessoire პრეზენტაცია რადისონის ოქსიჯენ ბარში და Musya’s Lips for TFW ლოლიტაში.
თბილისის მოდის კვირეული აგრძელებს ტრადიციას და SOLO-სთან ერთად წარმოადგენს პროექტს Style Icon, რომელიც ამჯერად გამოჩენილ ქართველ მხატვარს, ელენე ახვლედიანის ეძღვნება. ღონისძიება ლეღვთახევში გაიმართება.
კვირეულის გენერალური სპონსორი თბილისი მოლი კი დიდ და მოდურ ღია წვეულებას გამართავს 31 ოქტომბერს, 19:00 საათიდან მთავარ ატრიუმში მოდული მარში მოეწყობა. სტუმრებს ელით სასიამოვნო მუსიკა, ტორტრი, თბილისის მოლის ახალი ჟურნალის პრეზენტაცია და რა თქმა უნდა შოპინგი.
გრძელდება პროექტი - Talks by Marketer.ge - საუბარი მოდის მარკეტინგზე 28 ოქტომბერს, რადისონის ბოლრუმში გაიმართება. მასზე VOGUE ITALIA-ს, Vivienne Westwood-ის და ISTITUTO MARANGONI-ს წარმომადგენლები წარდგებიან სპიკერებად. კონფერენციის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.biletebi.ge.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა Vogue italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Fucking Young, Style Sight Worldwide, Buro 24/7, The Blonde Salad, Styleograph, Omnistyle, Jungle Magazine, Grazia France, L’officiel Ukraine, Harper’s Bazaar Ukraine, NOWFASHION, Grazia Italia, Glamour Italy, Highsnobiety, Elle Italia. რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა ALDUCA D’AOSTA (VENEZIA), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, NEW YORK), TESSABIT (MILAN) და L’ECLAIREUR (PARIS).
თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. კომპანია ARTHOUSE თმის ვარცხნილობებზე იზრუნებს, ხოლო მოდელების მაკიაჟს INGLOT-ის სპეციალისტები შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ბექსთეიჯის და სტრითსთაილის ფოტოები ძალიან აქტიურად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საერთაშორისო ფოტო პორტალებზე და ვებ გვერდებზე.
ოფიციალური მასპინძელი: „რადისონ ბლუ ივერია“
ლოკაცია: მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“
გენერალური სპონსორი: თბილისი მოლი
მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და თბილისის მერია.
პარტნიორები: არტ ჰაუსი, INGLOT, ივერია კლუბი - პრემიუმ კლასის პრივილეგირებული ბარათი, Absolut, Charles & Keith, კაფე ივერია, Marketer.ge, Martini, ლეღვი ლეღვთახევში, Sobranie, კაფე ლინვილი, SOLO.
საინფორმაციო მხარდაჭერა: ტელე იმედი, “Music Box”, „ფორტუნა პლიუსი“, „არტარეა”, "Energy Magazine", “ალმა - alma" და „ნარგისი საქართველო“
პოლიტიკა
- მივიღეთ BBC-ის პასუხი, ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას, პროცედურებს მივყვებით, მწარე მარცხს ნახავთ - შალვა პაპუაშვილი
- განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ურთიერთობების წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
- ქართული და ბრიტანული კანონმდებლობა განსხვავდება, ბრიტანეთში დაგეგმილი ცვლილებები ულტრამემარჯვენე ძალებს ეხება, რომლებიც შესაძლოა, ფინანსდებოდნენ რუსული ძალების მიერ - გიგა ფარულავა
- შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს, ასეთი დაპატიჟებები ბევრი გვინახავს, მამუკა ხაზარაძე ამბობდა, ტრამპის ინაუგურაციაზე დამპატიჟესო და ყინვაში დაბორიალობდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
- გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
სამართალი
- პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
მსოფლიო
- უკრაინა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს - ანდრიი სიბიჰა
- მომავალ კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ რუსეთისგან მტკიცე პასუხი არ მიგვიღია, თუმცა “ორეშნიკთან” დაკავშირებით რუსული მანიპულაციები კვლავ გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე იქნება და მისი ნახვის შანსი მექნება - მარკო რუბიო
- ირანთან უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია ძალიან მტკივნეული იქნება - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















