Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ გაიმართება
საქართველო, თბილისი - 17:06 | 20.10.2017 ნანახია: 1776
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ, რუსთაველის თეატრში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება და ტრადიციულად, 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამოავლენს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წლის საუკეთესო კომპანიებს.
საქართველოს ბანკი მეორე წელია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალური პარტნიორია. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის მოტივირება იყო, რისთვისაც შეიქმნა ნომინაცია - „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“. 2016 წელს ტურიზმის ინდუსტრიის მცირე და საშუალო სეგმენტში ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის სტატუსი სასტუმრო „კონტინეტკრონ პალას თბილის“-მა მიიღო. წელს კი ამ ჯილდოს მოსაპოვებლად 20 ნომინანტია რეგისტრირებულია, ტურიზმისა და მასპინძლობის სხვადასხვა სექტორიდან; როგორც გამოცდილი და ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანიები, ასევე სტარტაპები და ახალი კრეატიული პროექტები.
გარდა ზემოთ აღნიშნული ნომინაციისა, 2017 წლის დაჯილდოებისთვის, ბიზნესში ქალების როლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ბანკმა შეიმუშავა კიდევ ერთი განსაკუთრებული ნომინაცია სპეციალურად ქალბატონებისთვის, რომლის მიზანიც ამ დარგში მომუშავე ქალების მოტივირება, მათი წარმატებული საქმიანობის აღიარება, დაფასება და წახალისებაა. ნომინაციამ „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“ დიდი ინტერესი გამოიწვია ქალბატონების მხრიდან, და ვინ მოიპოვებს ტურიზმის ინდუსტრიაში 2017 წლის საუკეთესო ქალი მეწარმის ჯილდოს 24 წარმატებულ ქალბატონს შორის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, დეკემბერში გახდება ცნობილი.
2017 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტში სულ მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის 270 წარმომადგენელი, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურ ოპერატორები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები, კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვები... თითოეული მათგანი ინდივიდუალურად შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა და პროფესიონალურმა ჟიურიმ. ამ ეტაპზე კი დაჯილდობის დამოუკიდებელი აუდიტორი ბიდიოსაქართველო ახდენს ჟიურის შეფასების დათვლას თითოეული ნომინანტისთვის, რის შედეგადაც გამოავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია 2015 წლიდან ტარდება საქარველოში და იგი საუკეთესო საშუალებაა ერთად შეიკრიბოს სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რათა ერთად აღნიშნონ ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიების ღირსეული წარმატება.
პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















