არც სასულიერო პირები ვინდობთ ერთმანეთს, დაიწყო ,,ლტოლვილების", ,,ჩამოთრეულების", ლანძღვა-გინება... - პეტრე კოლხი
საქართველო, თბილისი - 13:07 | 01.10.2017 ნანახია: 1483
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზოთ:
„მთელი ღამე წვიმდა... წვეთები ჩემი ოთახის მინებს დაუღალავად ასველებდა, მე ცრემლებით ბალიშს ვასველებდი...
არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთში, ილორის ეკლესიას თუ არ ჩავთვლი, სადაც ძალიან პატარა ასაკში მოვინათლე. არასდროს მინახავს ბედია, მაგრამ ენგურს გაღმა დარჩენილ გულს და ფილტვებს არაერთი ლექსი მივუძღვენი. მომავალშიც ასე იქნება. თავსაც მივუძღვნი, ყველაფერს, რაც გამაჩნია, ოღონდ შევძლო იმ ტაძრების მოლოცვა, ქართული წარწერებიც რომ ტყვეობის გამო სულს ღაფავენ...
სანამ სხვაში დავინახავთ დამნაშავეს და დამპყრობელს, დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენი სისუსტით და ერთმანეთისადმი გულგრილობით ისარგებლა იმან, ვინც საუკუნეებია გვავიწროვებს და ქრისტიანობის სახელით ვინაობას, ეროვნულ ღირებულებებს გვართმევს...
მართლა მგონია, რომ წუხელ დედაღვთისმშობელი ტიროდა. ალბათ, ზუსტად ისე განიცდიდა, როგორც გოლგოთაზე ერთადერთი შვილის ჯვარცმას... მერე რა, რომ ქრისტე ღმერთი იყო, ის მარიამის შვილი იყო და ჯვარცმა მეტად თუ არა, ნაკლებად არ სტკიოდა...
მერე რა, რომ აფხაზეთის ტერიტორია არსებობს, მიყვება ცხოვრების ამღვრეულ დინებას, ისიც ჯვარცმულია, ისიც მსხვერპლი გახდა... ამ ომში არც ის არის მოგებული... ეს ომი ყველამ წააგო... ყველაზე მეტად იმან, ვისაც ჰგონია, რომ გაიმარჯვა...
მე არ განვიცდი ტერიტორიის დაკარგვას, არც დიოსკურიის სანაპიროს... სადაც არ უნდა ვიყო, მაგნოლია, პალმა, ტროპიკული წვიმა და თოლია თუ შევნიშვე, ყოველთვის მჯერა, რომ აფხაზეთის სუნს ვგრძნობ, რომელიც არასდროს განმიცდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დედის სურნელი ასდის...
არც ტურისტად მინდა გადავიდე, შეიძლება გული გამისკდეს...
სანამ დედა გარდაიცვლებოდა, ხშირად იტყოდა. შეიძლება ჩემი საფლავი ლამაზად ვერ მოაპირკეთოთ, მაგრამ ბალახს ნუ გაახარებთ, გამვლელი იტყვის, უპატრონო მიცვალებულიაო...
იქ კი, საფლავები აღარ ჩანს, ჩემი სიმაღლის ბალახებმა დაფარეს ეზოები, საფლავები, გზები, ორღობეები... ყველაფერი, რაც კი მეორე მხარესთან გვაკავშირებდა... არა, მეორე არც ყოფილა, ჩვენ ყოველთვის ერთი ვიყავით... ერთი გვქონდა სამლოცველოც, სატირალიც, საფიცარიც, სანაპიროც, მზეც და ზამთარიც...
რა მოხდა?! ის, რომ გული გაგვეყინა, მოგვბეზრდა, მოგვწყინდა ერთმანეთი...
დევნილობა დაიწყო და... დაიწყო ,,ლტოლვილების", ,,ჩამოთრეულების", ,,პროვინციელების", ,,გოიმების", ლანძღვა-გინება... თითქოს ვინმეს სურვილი იყო, საკუთარი სახლ-კარი გადაეწვათ, ოჯახის წევრები ჩაეხოცათ, ორსული ცოლები გაეუპატიურებინათ და ქმრები ხეზე თოკით მიებათ... ყველა დამნაშავეა, ვის გულსაც ეს უბედურება არ შეხებია...
არ გვაქვს ერთმანეთის დანდობა, არა... არც სასულიერო პირები ვინდობთ ერთმანეთს... ჩასაფრებულები ვართ. საკმარისია, ვინმეს ფეხი გადაუბრუნდეს, ქვეყნის სალაპარაკოს გავხდით... სხვის სახელს ვაკნინებთ, სხვის ცხოვრებას ლაფში ვსვრით, ოღონდ ჩვენი უკეთესი გამოჩნდეს... არც შენდობა ვიცით. მზად ვართ, შური ვიძიოთ. ერთი წამით რომ ღმერთის უფლებები გვქონდეს, სასაკლაოს მოვაწყობთ. ეკლესია გაიყო ბევრად, ამის ფონზე აფხაზეთის დაბრუნება ილუზიაა... აღარ გვიყვარს ერთმანეთი... სწორედ ამიტომ დავკარგეთ, მეტსაც დავკარგავთ... დავინახოთ, რომ წვერების მოშვება და მაჯაზე დახვეული სკვნილით სიარული, არ არის სულიერება. ,,ქრისტიანებო", ქრისტე მტრის სიყვარულს გვასწავლიდა, ჩვენ მოყვასიც შევიძულეთ... არ დაიჯეროთ, რომ ჩვენ აფხაზები და ოსები გვიყვარს, რადგან ის გვძულს, ვისთან ერთადაც ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით...
მთელი ღამე წვიმდა...
წვეთები ჩემი ოთახის მინებს დაუღალავად ასველებდა, მე ცრემლებით ბალიშს ვასველებდი...“
პოლიტიკა
- გჯერათ, რომ საქართველოსა და მისი სახელმწიფოებრიობისთვის რაიმე საფრთხეს წარმოვადგენ? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ, შემდეგ დაბადების დღეს რუსთაველზე შევხვდებით - პაატა ბურჭულაძე
- მაშინ, როცა ირანის მკვლელი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ - რა გზავნილია ეს? - ისრაელის საელჩო
- მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოში არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე ისეთი მაღალი ტრიბუნიდან საუბრობენ, როგორიც ჰელსინკის კომისიაა - გიორგი შარაშიძე
- პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას - კობახიძე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ცდილობს სამარცხვინოდ დაბლოკოს სპორტსმენები და დაღუპულთა ხსოვნა, მაგრამ მას არ შეუძლია აკრძალოს რეალობა - ანდრიი სიბიჰა
- ბენიამინ ნეთანიაჰუსთაან შეხვედრაზე საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, თუმცა მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება - დონალდ ტრამპი
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















