,,საქართველოს ბანკისა'' და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ მმართველ გუნდებში ახალი დანიშვნები განხორციელდა
საქართველო, თბილისი - 16:06 | 25.09.2017 ნანახია: 1560
საქართველოს ბანკმა და საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ განაცხადეს ახალი დანიშვნების შესახებ მმართველ გუნდებში. კერძოდ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე ფინანსური მიმართულებით ინიშნება დავით წიკლაური, გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე საოპერაციო მიმართულებით - ლევან ყულიჯანიშვილი და ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის მიმართულებით - ვასილ ხოდელი. დავით წიკლაური და ლევან ყულიჯანიშვილი უკვე არიან საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრები, ხოლო ვასილი აქამდე ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ხსენებული დანიშვნები ძალაში შევა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მათი დამტკიცებისთანავე. საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ მიერ ივლისში გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, რომლის შედეგადაც კომპანია განვითარდება ორი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი მიმართულებით (საბანკო ბიზნესი და საინვესტიციო ბიზნესი), ინიშნება ჯგუფის ახალი ფინანსური დირექტორი - ლევან ყულიჯანიშვილს ამ პოზიციაზე შეცვლის გიორგი ალფაიძე, რომელიც აქამდე ჯგუფის ფინანსების, ფინანსური სახსრების მოზიდვისა და ინვესტორებთან ურთიერთობას ხელმძღვანელობდა.
„მოხარული ვარ, რომ ხსენებული დანიშვნები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ კომპანიაში ბევრი ნიჭიერი მენეჯერი გვყავს. მას მერე, რაც საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“, გამოაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ განვითარდეს ორი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი მიმართულებით - საბანკო ბიზნესი და საინვესტიციო ბიზნესი, დარწმუნებული ვარ, ფინანსური დირექტორის ფუნქციის გამოყოფა და ბანკის მმართველი გუნდის განახლება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორივე მიმართულების დამოუკიდებლად წარმატებით ზრდას“, განაცხადა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
„მინდა მივულოცო ახალ თანამდებობაზე დანიშვნა დავითს, ლევანს და ვასილს და ასევე მივესალმო ახალი წევრის შემოერთებას ბანკის მმართველ გუნდში. თითოეულ მათგანს აქვს მნიშვნელოვანი პროფესიონალური და ლიდერობის გამოცდილება, რაც, დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფს ბანკის შემდგომ წარმატებას. მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას განახლებულ გუნდთან, ბანკის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის“, განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
დავით წიკლაური, ამჟამად საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის მიმართულებით, ბანკს შემოუერთდა 2017 წელს. მანამდე, დათო იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს თიბისი ბანკში, უფრო ადრე კი მუშაობდა კაპიტალის ბაზრებისა და ხაზინის გადაწყვეტილებების ვიცე- პრეზიდენტის პოზიციაზე „დოიჩე ბანკში“, რომელსაც შეუერთდა 2008 წელს, სავალო კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტში. დავითს აქვს ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვაში.
ლევან ყულიჯანიშვილი, შემოუერთდა საქართველოს ბანკს 1997 წელს და აქამდე მოღვაწეობდა ჯგუფის ფინანსური დირექტორისა და ფინანსური მიმართულებით გენერალური დირექტორის მაოდგილის პოსტებზე. მისი 20 წლიანი გამოცდილებისას საქართველოს ბანკში, ლევანს ეკავა არაერთი წამყვანი პოზიცია, მათ შორის: შესაბამისობის უზრუნველყოფისა და შიდა კონტროლის ხელმძღვანელი, შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფინანსური მონიტორინგის, სტრატეგიისა და დაგეგმარების დეპარტამეტნის ხელმძღვანელი და ფინასური ანალიზის დეპარტამენტის ხელმღვანელის პოზიცია. ლევანი ფლობს გრენობლის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის მართვაში.
ვასილ ხოდელი, ამჟამად საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორს, აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება საბანკო სექტორში. საქართველოს ბანკში ვასილს ეკავა სხვადასხვა თანამდებობა 2004 წლიდან. ვასილი აქტიურად იყო ჩართული კორპორაციული საბანკო მომსახურების პლატფორმის ჩამოყალიბებაში, მისი დაარსებიდან. ვასილი ფლობს გრენობლის ბიზნეს სკოლის მატისტრის ხარისხს ბიზნესის მართვაში.
გიორგი ალფაიძე, ამჟამად ჯგუფის ფინანსების, ფინანსური სახსრების მოზიდვის და ინვესტორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. გიორგის აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება საბანკო საქმიანობაში, ფინანსურ აღრიცხვასა და ფინანსების მართვაში. გიორგი შემოუერთდა კომპანიას 2016 წელს, Ernst & Young LLP-ის ნიუ იორკში არსებული ოფისიდან, სადაც მუშაობდა უფროს მენეჯერად და ემსახურებოდა საერთაშორისო და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს. გიორგიმ კარიერა დაიწყო Ernst & Young-ის საქართველოს ოფისში და სამუშაოდ გადავიდა აშშ-ს ოფისში 2010 წელს. გიორგი ფლობს აშშ-ს სერტიფიცირებული საჯარო ბუღალტრის წოდებას და ESM თბილისის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.
პოლიტიკა
- გჯერათ, რომ საქართველოსა და მისი სახელმწიფოებრიობისთვის რაიმე საფრთხეს წარმოვადგენ? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ, შემდეგ დაბადების დღეს რუსთაველზე შევხვდებით - პაატა ბურჭულაძე
- მაშინ, როცა ირანის მკვლელი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ - რა გზავნილია ეს? - ისრაელის საელჩო
- მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოში არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე ისეთი მაღალი ტრიბუნიდან საუბრობენ, როგორიც ჰელსინკის კომისიაა - გიორგი შარაშიძე
- პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას - კობახიძე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ცდილობს სამარცხვინოდ დაბლოკოს სპორტსმენები და დაღუპულთა ხსოვნა, მაგრამ მას არ შეუძლია აკრძალოს რეალობა - ანდრიი სიბიჰა
- ბენიამინ ნეთანიაჰუსთაან შეხვედრაზე საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, თუმცა მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება - დონალდ ტრამპი
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















