თიბისი ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან 48 მილიონი ლარის რესურსი მიიღო
საქართველო, თბილისი - 11:31 | 09.11.2015 ნანახია: 2023
თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის ლარის რესურსით დაფინანსებას აგრძელებს. 48 მილიონი ლარის ოდენობის სესხი თიბისი ბანკმა სექტორის დასაფინანსებლად შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან (BSTDB) მიიღო.
„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან. აღნიშნული რესურსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თიბისი ბანკისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენ საშუალება გვეძლევა სესხები ადგილობრივ ვალუტაში გავცეთ, რაც დღეს მზარდი მოთხოვნით ხასიათდება ადგილობრივი მომხმარებლის მხრიდან. შესაბამისად, აღნიშნული ლარის რესურსით ჩვენ შევძლებთ, გავაფართოოთ ჩვენი პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში. გარდა ამისა, ეს ტრანზაქცია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც უწყობს ხელს, რაც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის’’. - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენს დიდი ხნის პარტნიორ, თიბისი ბანკთან და ვთავაზობთ მათ ისეთ პროდუქტს, რომელიც სავალუტო რისკების განეიტრალების შესაძლებლობას იძლევა. BSTDB-ის მიერ ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ეს პირველი სესხი, თიბისი ბანკს დაეხმარება ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში.’’ - განაცხადა BSTDB ბანკის პრეზიდენტმა, იჰსან უგურ დელიკანლიმ.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც წარმოდგენილია 11 ქვეყანაში. BSTDB ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას როგორც სესხების, საკრედიტო ხაზებისა და კაპიტალის მიწოდების, ისე პროექტებისთვის გარანტიების შეთავაზებისა და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების გზით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















