UNESCO-მ გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დატოვა
საქართველო, თბილისი - 13:34 | 10.07.2017 ნანახია: 3746
UNESCO-მ გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება UNESCO-მ პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე 41-ე სესიაზე მიიღო.
კულტურის სამინისტოს ინფორმაციით, გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დ აწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი (34 COM 7B.88).
„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანოს - ICOMOS-ის შეფასებით ბაგრატის საკათედრო ტაძარმა სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად დაკარგა განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, გაითვალისწინა რა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რეაბილიტაციის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა, 2013 წელს მიიღო უპრეცენდენტოდ კომპრომისული გადაწყვეტილება (37 COM 7A.32), რითაც სახელმწიფოს დაევალა ბაგრატისა და გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის დოკუმენტაციის მომზადება, რათა შექმნილიყო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში გელათის მონასტრის დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით დაბრუნების შესაძლებლობა.
ამ ახალი გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფომ არ დაიშურა ძალისხმევა, რათა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და ICOMOS-თან აქტიური თანამშრომლობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოემზადებინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან და მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან ინტენსიური და ნაყოფიერი კომუნიკაციის ფონზე.
კიდევ მეტიც, სახელმწიფო, მსოფლიო მემკვდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან თანამშორმლობით, აქტიურად მუშაობს მსოფლიო მემკვიდრეობისეროვნული წინასწარული ნუსხის განახლებაზე, რაც მყარ საფუძველს ქმნის მომავალ წლებში მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის ფარგლებში ახალი წარმატებული ნომინაციებისათვის, რათა საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნებაღირსეულად წარმოჩინდეს მსოფლიო მემკვიდრეობის რუკაზე”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
პოლიტიკა
- საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა - სალომე ზურაბიშვილი
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
მსოფლიო
- შარმ ელ-შეიხში აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება