დამტვრეული მაღაზია და ნაცემი ცოლ-ქმარი - თავდასხმა წინანდალში

საქართველო, თბილისი - 10:28 | 06.06.2017
ნანახია: 1608

თავდასხმა სოფელ წინანდალში - რამდენიმე პირი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა.

თავდამსხმელები ობიექტის მფლობელსა და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დამტვრეულია მაღაზიის ინვენტარი და განადგურებულია პროდუქცია. 

ეჭვმიტანილებმა მიმალვა შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფური ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. 

 

პოლიტიკა