საქართველოს ბანკის დაფინანსებით ბათუმში პირველი სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 12:57 | 30.05.2017 ნანახია: 1712საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ განაცხადა, ბათუმში პირველი და აჭარის რეგიონში ერთადერთი, სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელის (Black sea hostel) გახსნის შესახებ. აღნიშნულმა პროექტმა, საქართველოს ბანკის მიერ სოციალური მეწარმეობის შესახებ გამოცხადებულ მესამე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ბანკმა პროექტი 50.000 ლარით დააფინანსა. აჭარის რეგიონში, როგორც ტურისტულ ზონაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი სივრცისა და სერვისების არსებობა ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის.
სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მოეწყო, რომელიც პანდუსითა და ამწით აღიჭურვა. ჰოსტელში განთავსებულია 30 საწოლი, მათ შორის ერთი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ოთახი და ერთი ლუქსი. ჰოსტელი ვიზიტორებს უზრუნველყოფს შემდეგი სერვისებით: სტუმრების 24 სთ-იანი მიღების სერვისი, უფასო უკაბელო ინტერნეტი, ტურისტული საინფორმაციო მომსახურება, გასართობი და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცე. ჰოსტელის ეზოში განთავსებულია ველოსიპედისა და ავტომობილისთვის განკუთვნილი პარკირების ზონები. ჰოსტელის მიმდებარე ტერიტორიაზეა მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ქალაქის ყველა უბანთან და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტთან დაკავშირება. სოციალური საწარმოს მიზანია, ჰოსტელის შემოსავლის ნაწილი, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას, კერძოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას მოხმარდეს. ამასთან, სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელის საქმიანობა შშმ პირების გააქტიურებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ დასაქმებასაც უზრუნველყოფს.
2016 წელს საქართველოს ბანკის, ფონდის საქმიანობას შეემატა კიდევ ერთი მიმართულება - გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოების შესაქმნელად. ამ დრომდე, ხსენებული კონკურსის ფარგლებში საქართველოს ბანკმა 200 000 ლარზე მეტი მოცულობის თანხით დააფინანსა 5 სოციალური საწარმოს შექმნის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება. ბანკის მიერ დაფინანსებული ყველა სოციალური საწარმოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, აქტუალური სოციალური საკითხების მოგვარებისკენ არის მიმართული, მათ შორის როგორიცაა შშმ პირების დასაქმება, ახალგაზრდების განათლება და ეკოლოგიაზე ზრუნვა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: tree.ge
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















