ჩემი კონცერტი არ ყოფილა პოლიტიკური, მე ვარ ჩემი ხალხის, ჩემი ქართველების მომღერალი - ნინო ჩხეიძე სოჭში გამართულ კონცერტზე
საქართველო, თბილისი - 18:01 | 15.05.2017 ნანახია: 3363
რამდენიმე დღის წინ ქალაქური სიმღერების შემსრულებელმა ნინო ჩხეიძემ სოჭში ქართველებისთვის სოლო კონცერტი გამართა, სადაც მომღერალთან ერთად იუმორისტები ვახო ბიჭიკაშვილი და ნიკა არაბიძე იმყოფებოდნენ.
აღნიშნულის გამო ქართველების ნაწილმა ისინი გააკრიტიკა. ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ნინო ჩხეიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "პრაიმნიუსჯორჯია" უცვლელად გთავაზობთ:
ნინო ჩხეიძე: 12 მაისს სოჭში გაიმართა ჩემი სოლო კონცერტი რომელმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. კონცერტს ესწრებოდა 800 ადამიანი და მათგან 98 % ქართველები იყვნენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს ასეთი თბილი დახვედრისთვის და სიყვარულისთვის. თითქმის ყველა სიმღერა რაც შევასრულე ზეპირად იცოდნენ და ჩემთან ერთად მღეროდნენ, კონცერტის მერე თითოეული მათგანი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა თუ როგორი ბედნიერები არიან იმით რომ იმყოფებოდნენ ქართულ საღამოზე. (კონცერტი ქართულ ენაზე 2 საათზე მეტი გრდძელდებოდა სადაც ჩემთან ერთად არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი ივერია და ჩემი მეგობრები გამოდიოდნენ )
ორგანიზატორები კი იყვნენ სომეხი ეროვნების ბიჭები რომლებსაც არანაერი საერთო არ აქვთ პოლიტიკასათან, მათ მითხრეს რომ გამოკითხვის შედეგად იქ მცხოვრებ ქართველებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ ჩემი კონცერტის ნახვა. რაც შეეხება ჩემს პოზიციას მე ყველა ქართველი მიყვარს სადაც არ უნდა იყვნენ მითუმეტეს როცა ვხედავ რა ბედნიერები არიან როცა მხედავენ და როგორ უყვართ ჩემი სიმღერები.მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანი სოჩაში ცხოვრობს მოსკოვში იტალიაში, ისრაელში, ამერიკაში, საბერძნეთში, გერმანიაში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში .მე ყოველთვის სიამოვნებით ვიმღერებ მათვის სადაც არ უნდა დამიძახონ მე ვარ ჩემი ხალხის და ჩემი ქარტველების მომღერალი .მათ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ აქვთ ქართული ოჯახები ისინი ზრდიან თავიანთ ბავშვებს ქართული ტრადიციებით და ბევრ მათგანს იმაზე მეტად უყვარს საქართველო ვიდრე ფარისეველ, facebook ჩასაფრებულ რამოდენიმე ადამიანს რომლებიც ვერც ვერასოდეს მიხვდებიან რას გრდზნობენ ემიგრაციაში მყოფი ადამიანრბი როდესაც უსმენენ ქართულ სიმღერას და უყურებენ ქართულ ცეკვას გულანთრბულები თავისი ქვეყნის სიყვარულით.
არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობს ჩემი ხალხი, ისინი ქართველები არიან და ჩვენ ერთნი ვართ. მე ვფიქრომ ამ ხალხს უფრო მეტი ყურადღება, მხარდაჭერა და სითბო ჭირდრბათ ჩვენგან. ვიმეორებ ჩემი კონცერტი არ ყოფილა პოლიტიკური მე ვარ ჩემი ხალხის ჩემი ქართველების მომღერალი და ყველგან ვიმღერებ მათტვის . ასე რომ მეტი პოზიტივი ხალხნო..ნუ იძაბებით და ნუ ქმნით უბედურებას ......
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















