კომპანია „ინოვასის “ წარმატება გამოფენაზე „CPHI Worldwide 2015“
საქართველო, თბილისი - 15:35 | 03.11.2015 ნანახია: 1849
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით კომპანიებმა „PSP“, „ავერსი“ და „ინოვასი“ მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ფარმაცევტული ინდუსტრიის ყველაზე დიდ გამოფენაში „CPHI Worldwide 2015” და რაც მნიშვნელოვანია, პირველად წარსდგნენ პროდუქციის პრეზენტატორის, ე.წ exhibitor-ის რანგში, რადგან 2015 წლამდე ყველა ქართული კომპანია მხოლოდ ვიზიტორის სტატუსით იმყოფებოდა ზემოხსენებულ ღონისძიებაზე. „CPHI Worldwide 2015“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, იგი აერთიანებს კომპანიებს მთელი მსოფლიოდან და ათასობით ვიზიტორს უყრის თავს, ამჯერად, კი ვიზიტორების რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა.
ქართული პროდუქციის წარმდგენებს შორის იყო, 2012 წელს დაარსებული კომპანია „ინოვასი“, რომელიც 2014 წლიდან სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და სარგებლობს ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით. ფარმაცევტული კომპანიისათვის საერთაშორისო გამოფენა მეტად შედეგიანი აღმოჩნდა. „ინოვას“ უკვე აქვს კონკრეტული შეკვეთები რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის მხრიდან, თანამშრომლობას ასევე განიხილავს დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფო-ბენინი. ამასთანავე, „ინოვასის“ წარმომადგენლებთან გასაუბრებისა და კომპანიის პოტენციალის გაცნობის შემდეგ იტალიურმა კომპანიამაც გამოხატა თანამშრომლობის სურვილი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთი ფარმაკოლოგიური პროდუქციის აქტიური ინგრედიენტის ექსკლუზიურად კომპანია „ინოვასისგან“ შეძენაზე და შესაბამისად, სხვა მომწოდებელი ქვეყნის საქართველოთი ჩანაცვლებაზე. ასევე, დამყარდა მნიშვნელოვანი კონტაქტი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა კონტინენტზე მოღვაწე კომპანიებთან, რომელთა გამოცდილებაც დაეხმარება ქართულ კომპანიას ბიზნესის შემდგომ განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ინოვასი“ გამოირჩევა სულისკვეთებითა და მოტივაციით შეიტანოს წვლილი ზოგადად ქართული ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარებაში, რასაც მოწმობს კომპანიის მიერ ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან გაფორმებული შეთანხმებაც. მოლაპარაკების მიხედვით სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გაივლიან უშუალოდ ახალ, საერთაშორისო სტანდარტების საწარმოში, რომელსაც კონსულტანტების სახით მოწვეული ჰყავს ფარმაკოგნოზიის დარგში ევროპის წამყვანი სპეციალისტები.
ამასთანავე „ინოვასი“ გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას ტრადიციული მედიცინის მიმართულებით მოღვაწე პირებთან, კერძოდ, მათ მიერ დამზადებული პროდუქციის საწარმოო წესით გამოშვებას.
გარდა ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობისა, „ინოვასი“ გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხიმგებლობით. წლევანდელი რთველის მიმდინარეობისას კომპანია იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ გლეხებს და შექმნილი ვითარების შესამსუბუქებლად შეიძინა 50 ტონა ყურძენი.
აღსანიშნავია, რომ „ინოვასის“ საერთაშორისო სტანდარტების საწარმოს დასაარსებლად 4 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, რის შედეგადაც აშენდა გერმანელი და ქართველი ინჟინრების მიერ დაპროექტებული საერთაშორისო სტანდარტების საწარმო და მოხდა მისი უახლესი ტექნოლოგიის საწარმოო ხაზის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. საწარმო უახლოეს მომავალში გაიხსნება და იქნება რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით დაამზადებს აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებს. პირველ ეტაპზე უშუალოდ საწარმოში 50 ადამიანამდე დასაქმდება. ეტაპობრივად ეს ციფრი გაორმაგდება, სეზონურად კი 2016 წლიდან ნედლეულის მოსაგროვებლად 500-600 ადამიანამდე დასაქმდება.
„CPHI Worldwide 2015“ ფარმაცევტული პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებაა, რომლის საგამოფენო სივრცე 153 სხვადასხვა ქვეყნიდან 36 000 პროფესიონალსა და ფარმაცევტულ ბაზარზე მოღვაწე ძირითად მოთამაშეებს აერთიანებს, მათ შორის წარმომადგენლებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, მალაიზიიდან და რუსეთიდან.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ეროვნული სტენდის ქვეშ სამი ქართული ფარმაცევტული კომპანიის, „PSP“, „ავერსისა“ და „Ynnovas“-ის, პროდუქცია განთავსდა. ქართული ნაწარმის გაცნობის შესაძლებლობა ღონისძიებაზე დამსწრე ნებისმიერ მსურველს ჰქონდა და კომპანიათა წარმომადგენლებთან უშუალო გასაუბრების, სამომავლო თანამშრომლობისა თუ სხვა საორგანიზაციო საკითხების განხილვა შეეძლო.
ხაზი უნდა გაესვას, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტო მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2015 წლის იანვრიდან მოყოლებული მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 87 კომპანიამ 11 საერთაშორისო წამყვან გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და “Gulfood 2015“-ის, "Taste Georgia“, “Sial China 2015”, "საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმის“, “NYC Summer Fancy show”, “Riga Food 2015”, “Discover Georgia”, ნიუ-იორკის საინვესტიციო ფორუმის, "Polagra Food 2015" , Anuga 2015-ისა და “CPHI Worldwide 2015”-ის სახით საზღვრებს გარეთ ეროვნული ნაწარმის წარმატებით გატანაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















