19 აპრილს, თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი იწყება
საქართველო, თბილისი - 15:50 | 28.03.2017 ნანახია: 1793
თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს გაიხსნება და 5 დღეს გასტანს. კვირეულის მიმდინარე სეზონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, გენერალური სპონსორი არის TBILISI MALL.
თბილისის მოდის კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს.
20-23 აპრილს, ისტორიის მუზეუმი ქარვასლაში განთავსებული „მეიდან ჯგუფის“ საღონისძიებო სივცრეები გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. შემოდგომა/ზამთარი 2017 წლის სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი: მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, WOYOYO, ელენე გიორგაძე, ETHERE ACCESOIRES, სალომე ტყაბლაძე, Atelier 27, ლაშა ჯოხაძე, Laboratory The Window, გიორგი ტატანაშვილი და სხვა. კვირეულს კვლავ ესტუმრება ცნობილი უკრაინელი დიზაინერი Lara Quint და ლონდონში დაფუძნებული ბრენდი ZDDZ, რომლის ჩვენებები მსოფლიოს არაერთი კვირეულის განრიგში გვხდება. ჩვენებებს შორის მოეწყობა შამპანიურის LUCIANO დეგუსტაცია.
თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონზე დაიწყება პროექტი TALK, რომელსაც კვირეული Marketer.ge-სთან ერთად წარმოადგენს. Impact hub Tbilisi-ში 20 აპრილს გაიმართება საუბარი თემაზე “Branding and Communication”, რომელსაც მარანგონის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები წარუძღვებიან. ასევე, ბლოგერი როზა სინაისკი, რომელიც Barneys NEW YORK, Vogue Italia, ELLE Russia ჟურნალისტია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს დაესწრებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები. ქართული მოდა და თბილისური შთაბეჭდილებები მსოფლიოს მრავალ გამოცემაში აისახება: VOGUE ITALIA, W MAGAZINE, DUST MAGAZINE, Harper’s Bazaar USA, ELLE.com, Fashion to Max, ELLE Russia, WWD Japan, WWD USA, CHINA MORNING POST, Men’s UNO HONG KONG, Marie Claire France and Monaco, Style Sight Worldwide, VOGUE RUSSIA, NOWFASHION, British VOGUE, OFFICIEL Ukraine, ELLE Ukraine და www.le21eme.com. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს.
მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს უმასპინძლებს (ე.წ. Buyers): Harvey Nichols HONG KONG, RIJOUX STORE Tel-Aviv, Concept Store PORTA 9 Russia, Al Duca D’acosta VENICE, United Legend Strasbourg, Joseph Store London - ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის შოურუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით შედგა დიზაინერ მარიამ გვასალიას და იტალიელ ბაერებს შორის თანამშრომლობა. საქართველოში, ფაბრიკა „ევროტექს“-ში შეკერილი სამოსი, უკვე ვენეციის მაღაზიებში იყიდება.
12 ოქტომბერს, კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი გაიხსნება, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიებაზე კოლექციებს სამოდელო სტუდია და სააგენტო „ჯეომოდელსის“ გოგოები წარმოადგენენ. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება 24 აპრილამდე.
2017 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე სილამაზის სალონი ART HOUSE იზრუნებს.
დაარსებიდან, თბილისის მოდის კვირეულის მიზანი იყო ქართული მოდის სფეროს ხელშეწყობა, მისი განვითარება, ახალი სახელების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია. 14 სეზონის მანძილზე თბილისის მოდის კვირეულმა შეძლო ამ მიზნის მიღწევა: ქართული მოდის სფერო მნიშვნელოვნად გააფართოვა, აქცია ბიზნესად და წარადგინა იგი სხვადასხვა ქვეყნის ათობით საერთაშორისო გამოცემაში, რამაც როგორც მოდის სფეროს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაზარდა. კვირეული ჩამოყალიბდა სივრცედ, რომელმაც წარმოშვა ახალი, თამამი და ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ახლა წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ. საქართველომ შეძლო საკუთარი თავის დამკვირდება მოდის მსოფლიო არენაზე და მნიშვნელოვანია, რომ ამაში არც თუ მცირე წვლილი მიუძღვის სწორედ თბილისის მოდის კვირეულს. თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით პროექტი ქართული მოდის სფეროში ახალ ეტაპს იწყებს. ყველა ნიჭიერ ახალბედას, ჯერ კიდევ უცნობ თუ ნაწილობრივ ცნობილ დიზაინერს, შეეძლება მასზე სრული ჩვენების გაკეთება, საკუთარი თავისა და პოტენციალის წარმოჩენა. კვირეული მათ ფართო აუდიტორიას და სფეროს პროფესიონალებს გააცნობს. სამუშაო პროცესში მოხდება მონაწილეთა მკაცრი შერჩევა, მათი კოლექციების დახვეწა და განვითარება.
გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL
ოფიციალური მასპინძელი – მეიდან ჯგუფი
მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, თბილისის მერია.
ოფიციალური კოსმეტიკა - MAC
პარტნიორი: სილამაზის სალონი ART HOUSE
ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Marketer.ge, Kate’s Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები, Luciano.
საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „Georgia Today”, „არტარეა TV”, “ალმა-ALMA”
გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “იმედი”.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს
- პროტესტის გაჩერება არ შეიძლება, ეს ერთადერთი საჯარო დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას - ზურაბ ჯაფარიძე
- ევრობიუროკრატია გზავნილებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა, კვებავს მილევად რადიკალურ ფრთას, გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ - მიხეილ ყაველაშვილი
- ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია - ირაკლი კუპრაძე
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო
- უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყა - უკრაინული მედია
- რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ჩვენ, პოლონეთში, გვახსოვს გროზნო, გვახსოვს საქართველო - კაროლ ნავროცკი
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















