თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 09:43 | 16.03.2017
ნანახია: 1370

 

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი ქალაქ სტამბოლში წლებია ცხოვრობდა. მეგობარმა მისი ცხედარი სახლში იპოვა და სამართალდამცავებს შეატყობინა.

მამაკაცი წარმოშობით კახეთიდან, ყვარლის რაიონიდან იყო. ახლობლებს, ამ ეტაპზე, არ აქვთ ინფორმაცია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

 



პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე