პროკურატურამ კიდევ ორი პირის განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველო, თბილისი - 14:33 | 21.02.2017 ნანახია: 1704
პროკურატურამ კიდევ ორი პირის განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული ორი პირის, თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლობის საავიაციო ბრიგადის ტაქტიკური სადაზვერვო ესკადრილიის ყოფილი მეთაურის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილის მამუკა ზოიძისა და პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ორივე მსჯავრდებული პირის მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი გასამართლებულნი არიან.
2012 წლის 1 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლობის საავიაციო ბრიგადის ტაქტიკური სადაზვერვო ესკადრილიის მეთაური მამუკა ზოიძე დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარების ფაქტზე.
2011 წლის 6 ოქტომბერს, მაიორი მამუკა ზოიძე გამოიძახეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში და არარსებული ჯაშუშობის აღიარება მოსთხოვეს. მამუკა ზოიძემ აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო, რის შემდეგაც მას გახადეს სამხედრო ფორმა, ჩააცვეს სპორტული ტანსაცმელი, თავზე ჩამოაცვეს ტომარა და ფარულად გადაიყვანეს ვაზიანის ჰაუპტვახტში. ოფიციალურად კი მისი დაკავების ვერსიად გაფორმდა თითქოსდა პირადი ჩხრეკისას მას ამოუღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამუკა ზოიძეს, ცეცხლსასროლი იარაღი იმჟამინდელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების დავალებით ჩაუდეს და სამხედრო მოსამსახურისთვის ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს.
მ.ზოიძე დაჯილდოებული იყო პირველი და მეორე ხარისხის მედლებით ,,უმწიკვლო სამსახურისთვის“ და გამოჩენილი მამაცობისთვის ,,გენერალ კვინიტაძის“ მედლით. ასევე მონაწილეობდა 2007 წელს ერაყის სამშვიდობო მისიაში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პატიმრობის შეფარდებიდან 5 თვის შემდეგ მ.ზოიძე გათავისუფლებული იქნა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და გათავისუფლებიდან 1 თვეში აღდგენილი იქნა თანამდებობაზე.
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება ასევე მიღებულ იქნა ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულის პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის მიმართ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 7 მარტის განაჩენით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება ბაკურ კიღურაძეს ედავებოდა, რომ თითქოს ის 2002 წელს, რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის დავალებით, სხვა მეცნიერ მუშაკებთან ერთად, გლობალიზაციის პირობებსა და ეპოქაში საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ სამეცნიერო ნაშრომს ქმნიდა და საკუთარ საცხოვრებელ სახლში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ინახავდა.
ჩატარებული ახალი გამოძიებით დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ბაკურ კიღურაძის მიმართ მტკიცებულებათა შეგროვება კანონის უხეში დარღვევით, ხელოვნურად მოხდა. კერძოდ საპატიმრო დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 1 კვირის მანძილზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას პოლიტპატიმრის ჯაშუშობაში მამხილებელ მთავარ მოწმეზე, რის შედეგადაც მოწმეს ხელი მოაწერინეს მათ მიერ შეთხზულ ჩვენებაზე. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საიდუმლო მასალა, რომელიც ბაკურ კიღურაძის საცხოვრებელი ბინიდან იქნა ამოღებული, ჩხრეკის ჩატარებამდე 1 დღით ადრე ე.წ. ,,მოდულის“ შენობაში ინახებოდა და ამ მასალის მტკიცებულების სახით გამოყენების მიზნით, დაკავების წინა დღით დაწყებული იყო მისი თარგმნა.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარმოებული ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ორივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მათი უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.
პროცესის, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 22 პირის საქმეზე მიმართა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















