თბილისში 16 წლის ახალგაზრდა მოკლეს

საქართველო, თბილისი - 18:35 | 13.02.2017
ნანახია: 1591

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე 16 წლის ახალგაზრდა მოკლეს. თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანს სავარაუდოდ ე.წ სპიცით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ორი პირი.