მსჯავრდებულმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო
საქართველო, თბილისი - 13:44 | 26.08.2016 ნანახია: 2121
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსჯავრდებულ შ.პ.-ისათვის სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული პროგრამიდან მის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების ბარათის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტისა (გამოძიების დაწყების ზუსტი დრო, წელი, თვე და რიცხვი) და დანაშაულის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციის ზუსტი დროის (წელი, თვე და რიცხვი) ამსახველი დოკუმენტების გადაცემა დაევალა.
აღნიშნული დოკუმენტების მიღებით შ.პ.-ს საშუალება მიეცემა, მიმართოს სამამართლოს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის მოთხოვნით. შსს-ს უარი მოთხოვნილი დოკუმენტის მიღებაზე არსებითად ხელყოფდა შ.პ-სათვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას. მითითებული დოკუმენტის გარეშე შ.პ. მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიემართა სასამართლოსათვის განაჩენის გადახედვის მოთხოვნით.
საქმის ისტორია
2015 წლის 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე შ.პ. დამნაშავედ სცნო ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2015 წლის 8 ივლისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებიდან გამომდინარე, შემსუბუქდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკული დანაშაულებისთვის. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის[1] შენიშვნის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშმები. ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული მიზნებისთვის ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების წარმოდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას.
2015 წლის ივლისის ბოლოს, მსჯავრდებულმა შ.პ.-მ განცხადებით მიმართა შსს-ს და მოითხოვა ინფორმაცია, ზუსტად რომელ საათზე იქნა საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში დაფიქსირებული და წარმოდგენილი მის საქმეზე გამოძიების დაწყების ბარათი (ფორმა#1), ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომელიც შ.პ.-ს გადაეცა ბრალდების მხარის მიერ და წარდენილ იქნა სასამართლოში, არ შეიცავდა ინფორმაციას გამოძიების დაწყების ზუსტ დროსთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ინტერესს წარმოადგენდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შ.პ.-ს ინიციატივით და თანხმობით მოხდა ნარკოტიკების სამართალდამცავი ორგანოებისათვის ნებაყოფილობით წარმოდგენა. მიუხედავად მსჯავრდებულ შ.პ.-ს არაერთი თხოვნისა, შსს უარს აცხადებდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებიც მსჯავრდებულისათვის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ იგი არ იყო საჯარო ინფორმაცია და სამინისტროს არ ევალებოდა მისი გადაცემა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, შ.პ.-მ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა შსს-ს დავალებოდა შ.პ.-ისათვის სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული პროგრამიდან მის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების ბარათის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტისა (გამოძიების დაწყების ზუსტი დრო, წელი, თვე და რიცხვი) და დანაშაულის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციის ზუსტი დროის (წელი, თვე და რიცხვი) ამსახველი დოკუმენტების გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 29 ივლისს, მსჯავრდებულის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი
[1] ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















